ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქომ და ერევანმა შესაძლოა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმონ

15 მარტი, 2022 • 5739
ბაქომ და ერევანმა შესაძლოა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმონ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი ლეილა აბდულაევა ახმიანებს აზერბაიჯანული მხარის პოზიციას და ასახელებს იმ პრინციპებს, რომელსაც ბაქო ერევანს ხელმოსაწერად სთავაზობს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

“ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო საზღვრების ურღვევობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ურთიერთაღიარება; ერთმანეთის მიმართ ტერიტორიებზე პრეტენზიების არქონა და იურიდიული ვალდებულება, რომ მათზე პრეტენზია არც რომელიმე მხარეს ექნება მომავალში; თავდასხმის მუქარებისგან თავშეკავება, მუქარებისა და ძალის არგამოყენება ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ; ასევე, სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბება; სატრანსპორტო და სხვა ტიპის კომუნიკაციების გახსნა და თანამშრომლობა სხვა სფეროებში”.

12 მარტს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ბაქომ ერევანს უკვე გაუგზავნა შეთავაზებები და მისგან პასუხს ელის.

სომხური მედიის ცნობით, ერევანმა უკვე მიმართა ეუთოს მინსკის ჯგუფს, აზერბაიჯანულ მხარესთან სამშვიდობო  შეთანხმების გაფორმების ორგანიზებისთვის, თუმცა ოფიციალურ ერევანს არ დაუზუსტებია, ეთანხმება თუ არა ბაქოს მიერ წარმოდგენილ პირობებს.
სომხეთში ექსპერტები და ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბაქოს მიერ შეთავაზებული წინადადებები ყარაბაღის 2020 წლის ომის შედეგების ოფიციალური გამოფორმებაა და  თავად მთიანი ყარაბაღის სტატუსს გვერდს უვლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი