სამხრეთ კავკასიის ამბები

შეშფოთებულნი ვართ ბაქოში მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობით – აშშ-ის საელჩო

2 დეკემბერი, 2021 • 1059
შეშფოთებულნი ვართ ბაქოში მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობით – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო აზერბაიჯანში ეხმაურება ბაქოში დემონსტრანტებზე ძალადობას.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ 1 დეკემბერს ბაქოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობით და მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ეს გათვალისწინებულია აზერბაიჯანის კონსტიტუციაში“, – აცხადებს საელჩო

აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტია სახალხო ფრონტის ინფორმაციით, აზერბაიჯანში მოშიმშილე აქტივისტის, სალეჰ რუსტამოვის მხარდამჭერი აქცია პოლიციამ მის დაწყებამდე დაარბია, მისი მონაწილეები კი,, მათ შორის ოპოზიციური პარტიის წევრები, დააპტიმრა და სცემა. დააკავეს რამდენიმე ათეული ადამიანი.

აქციაზე დააკავეს და სცემეს ტოფიგ იაგუბლუ, „დემოკრატიული ძალების ნაციონალური საბჭოს ცენტრის“ წევრი, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, რომ ძალოვნებმა აწამეს და მოითხოვეს მისგან, „შეეწყვიტა პოლიტიკური ბრძოლა“.

გირჩევთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი