სამხრეთ კავკასიის ამბები

მიგრაცია სომხეთში “ხავერდოვან რევოლუციამდე” და მის შემდეგ

18 იანვარი, 2020 • 1779
მიგრაცია სომხეთში “ხავერდოვან რევოლუციამდე” და მის შემდეგ

ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, ერევანი


ათწლეულობის განმავლობაში მიგრაცია და ზოგადად, დემოგრაფიული სიტუაცია სომხეთში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე თემად რჩება. ქვეყნის დამოუკიდებლობის განმავლობაში სომხეთის მოსახლეობა სულ უფრო და უფრო კლებულობს, მაშინ როდესაც მსოფლიოში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში, თურქეთსა და აზერბაიჯანში, – იზრდება. სახეზეა ნეგატიური ტენდენციები, რომელსაც გრძელვადიანი შედეგები გააჩნია. არასტაბილური დემოგრაფიით საკმაოდ რთულია გაუძლო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ კონკურენციას გლობალიზაციის ეპოქაში და ამას კარგად იაზრებენ სომხეთში.

თუმცა, პრობლემების წრე, რომელიც დემოგრაფიას უკავშირდება, საკმაოდ ფართოა და მოიცავს დაბალ შობადობას, სიკვდილიანობასთან დაკავშირებით არასახარბიელო სიტუაციას [სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდი ხანია არ იზრდება], მოსახლეობის დაბერებასა და რიგ სხვა პრობლემებს. მათ შორის, ყველაზე დიდ პრობლემად მაინც მიგრაცია რჩება. 

მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების დიდი ნაწილი სომხეთის მთელი დამოუკიდებლობის განმავლობაში მიგრაციითაა გამოწვეული, კერძოდ, –  ქვეყნიდან მასობრივი მიგრაციით. მიგრაციის სალდომ 1991-2019 პერიოდში 1.22 მილიონი ადამიანი შეადგინა.

გაეროს საშუალო პროგნოზით, 21-ე საუკუნის ბოლოს სომხეთის მოსახლეობა 2 მილიონამდე შემცირდება. ნულოვანი მიგრაციის სცენარის მიხედვით, მოსახლეობა 500 ათასით მეტი იქნება, შესაბამისად, მიგრაციული ფაქტორი მომავალშიც დიდ როლს შეასრულებს. 

მოსახლეობის მუდმივი გადინებისგან საზოგადოება დეპრესიას განიცდის. ეს, თავის მხრივ, არაპროგნოზირებად მომავალს ქმნის, თუმცა მიკროდონეზეც ისახება: ბევრ ოჯახში რომელიმე წევრი მაინც წასულია საზღვარგარეთ, ამავე დროს, ასაკობრივ სტრუქტურაშიც სერიოზული რღვევა გაჩნდა. განვიხილოთ რამდენიმე საკითხი რომელიც სომხეთსა და მეზობელ ქვეყნებში მიგრაციას უკავშირდება. 

რეალურად რამდენი ადამიანი ცხოვრობს სომხეთსა და მეზობელ ქვეყნებში?

ათწლეულების განმავლობაში სომხეთი, ისევე როგორც მისი მეზობლები, უძლური აღმოჩნდა მოსახლეობის ადეკვატური აღრიცხვა ეწარმოებინა. პირველ რიგში, ეს გამოწვეული იყო მიგრაციის აღრიცხვასთან დაკავშირებული სირთულეებით. 

ადამიანები, როგორც წესი, არ არეგისტრირებენ გამგზავრების ანდა მოქალაქეობის შეცვლის ფაქტს, მაგრამ იძულებული არიან ეს გააკეთონ უკვე სხვა ქვეყანაში. ამიტომაც, იმიგრანტების რაოდენობის დათვლა უფრო მარტივია, ვიდრე ემიგრანტების. ამავე დროს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ემიგრანტების დიდი ნაწილი რუსეთში წინა წლებში არალაგალურად მიდიოდა, ეს ინსტრუმენტი არ გვაძლევს მიგრაციის ადეკვატურად შეფასების საშუალებას, განსაკუთრებით 1990-2000-იან წლებში. იგივე პრობლემა შეეხება სომხეთის მეზობელ ქვეყნებს – საქართველოს და აზერბაიჯანს. 

მიგრაციის შესაფასებლად და მოსახლეობის აღსარიცხად შეიძლება გამოვიყენოთ მოსახლეობის სასაზღვრო მონაცემები, რომელიც მოიცავს რეგისტრაციის, ტურიზმისა და მიგრაციის მონაცემებს. 

მოსახლეობის ზოგადი მონაცემის შესაფასებლად შეგვიძლია აღწერის მონაცემიც გამოვიყენოთ, რომელიც მრავალი პარამეტრით არის შეფასებული, საარჩევნო სიები, ასევე პურის მოხმარება [იმ შემთხვევებში, როდესაც უფრო ზუსტი მონაცემები არ არსებობს]. 

ამ მონაცემების გამოყენებით გამოვთვალეთ რეალური რაოდენობა დე ფაქტო ქვეყნებში მოსახლეობის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და აღმოჩნდა, რომ სამივე ქვეყანაში მოსახლეობის მაჩვენებელი საკმაოდ “დამახინჯებულია”. 

წლის დასაწყისამდე არსებული მონაცემი ათასებში

 

  • ოფიციალური შეფასება, რომელიც სტატისტიკის სამსახურმა გამოქვეყნა.  B. სტატისტიკური სამსახურის 2020 წლის პირველი მონაცემები. C. სტატიის ავტორის შეფასება ირიბი და ალტერნატიული მონაცენების საფუძველზე. D. სტატიის ავტორის შეფასება  დე ფაქტო ტერიტორიების მონაცემების [აფხაზეთი, სამხეთ ოსეთი -საქართველოს მონაცემები და მთიანი ყარაბაღი- აზერბაიჯანის მონაცემები]. 

 

 

როგორც ვხედავთ, რიცხვებში სხვაობა საკმაოდ დიდია. შესაბამისად, სახელმწიფო უძლურია ადეკვატურად დაგეგმოს ბევრი რამ და სოციალური პოლიტიკა აწარმოოს, რანდენადაც არასწორი მონაცემებით ხელმძღვანელობს. 

მიგრაციული პროფილის შტრიხები: სიტუაცია “ხავედროვან რევოლუციამდე”. 

დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან, სომხეთიდან თითქმის ყოველთვის იმაზე მეტი ადამიანი მიდიოდა, ვიდრე ჩამოდიოდა. თუ ამ სხვაობას შევხედავთ, წელიწადში ეს დაახლოებით 42 ათასი ადამიანია. რაც დაახლოებით სომხეთის საშუალო მასშტაბის ქალაქის მოსახლეობას უდრის. შესაბამისად, სომხეთმა უკვე დაკარგა დაახლოებით, 30 ასეთი ქალაქი, რაც საკმაოდ არსებით ციფრად უნდა მივიჩნიოთ. მთელი ეს წლები სომხეთში შობადობის მაჩვენებელი სიკვდილიანობას უსწრებდა, თუმცა მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა მიგრაციის კომპენსირებას ვერ ახდენდა და მხოლოდ 44%-ს ავსებდა. 

2017 წელს სომხეთში 37.7 ათასი ბავშვი გაჩნდა, ორჯერ ნაკლები ვიდრე საბჭოთა პერიოდში იბადებოდნენ. 

წინასწარი შეფასება აჩვენებს, რომ გვიანი საბჭოთა ტენდენცები რომ არ შეცვლილიყო, შობადობის რაოდენობა დახლოებით 88 ათასი იქნებოდა. მითუმეტეს, ამ ვარდნის 64% გამოწვეულია მიგრაციის ირიბი შედეგებით.

თუ 2002-2009 წლებში მიგრაციული სიტუაციის დასტაბილურება მოხდა, 2010 წლიდან კვლავ იწყება მოსახლეობის მასობრივი გადინება. ამას რიგმა ფაქტორებმა შეუწყო ხელი. პირველ რიგში, 2008-2009 წლების გლობალური კრიზისის შემდეგ სომხეთის ეკონომიკა განსაკუთრებით ძლიერად დაზარალებულთა რიცხვში აღმოჩნდა. მეორე, 2008 წლის შიდაპოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც ადამიანური მსხვერპლით დასრულდა, შექმნა ღრმა უფსკრული საზოგადოებაში და გაამყარა უნდობლობა მმართველი ელიტების მიმართ, რაც დამატებითი ფაქტორი აღმოჩნდა ემიგრაციისთვის. 

მესამე, ძლიერდებოდა სამხედრო დაძაბულობა მთიანი-ყარაბაღის ზონაში და ეს სტიმული იყო ბევრისთვის, დაეტოვებინათ ქვეყანა.

მეოთხე – ემიგრაციისთვის შეზღუდვების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. 2010 წლის მარტში აღდგა რუსეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო მიმოსვლა, რის შედეგადაც რუსეთში სომხეთიდან ავტობუსების გადაადგილება დაიწყო, შესაბამისად, გადასახლება რადიკალურად გაიაფდა. 

2013 წლის სექტემბერში სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ევრაზიული კავშირის საბაჟო კავშირში წევრობაზე თანხმობა განაცხადა და ამან თავის მხრივ, მოხსნა რუსეთში ლეგალური მიგრაციის შეზღუდვები. 

ამავე დროს, ვითარდებოდა დიალოგი ევროკავშირთან. 2011 წლიდან გადადგმული იყო პირველი ნაბიჯები ევროკავშირის მიერ სავიზო რეჟიმის შერბილებასთან დაკავშირებით. 

2014 წლიდან ფასებმა ავიბილეთებზე ბევრი მიმართულებით დაიკლო. შედეგად, იმ დროისთვის ნებისმიერს შეეძლო სირთულის გარეშე სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით, რუსეთში ემიგრირება. 

მეხუთე, გასათვალისწინებელია, რომ რუსეთში, აშშ-ში და საფრანგეთში ისედაც დიდი სომხური დიასპორებია და ადგილზე ინტეგრაცია არ წარმოადგენს სირთულეს. CRRC-ის გამოკითხვის შესაბამისად, სომხეთის მოქალაქეთა 87%-ს ახლო ნათესავი ჰყავს საზღვარგარეთ.

ყველა ზემოთჩამოთვლილი გარემოების შედეგად, 2010-2017 წლებში სომხეთიდან 320 ათასი ადამიანი გაემგზავრა, უფრო მეტი, ვიდრე ყოველი მეათე. თვალსაჩინოებისთვის ორ შედეგს მოვიყვან. დღეს გიუმრში და ვანაძორში, სიდიდით მეორე და მესამე ქალაქებში სომხეთში, დღეს უკვე 100 ათასზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. 

1988 წლის მიწისძვრამდე ორივე ქალაქში 200 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. კლების მიზეზი არა იმდენად მიწისძვრით გამოწვეული მსხვერპლია, რამდენადაც ინფრასტრუქტურის, საწარმოების და საცხოვრებლების მოშლა, რამაც ეს ქალაქები უბედურებისა და ემიგრაციის მუდმივ ზონად აქცია. 

მეორე შედეგი – შუა ასაკობრივი გენდერული დისბალანსია. 2011 წელს 20-დან 44 წლამდე ქვეყანაში 76 ათასზე მეტი ქალი ცხოვრობდა, ვიდრე კაცი, რაც ემიგრაციითაა გამოწვეული. ემიგრაცია სომხეთში მეტწილად კაცებს შეეხება, რამდენადაც მიმართულია ძირითადად ფულის შოვნაზე, რაც ტრადიციული გენდერული როლებით კაცის საქმეა. თუმცა, ამის შედეგად ფერტილურ ასაკში ყველა 1000 ქალზე 867 კაცი მოდის. ბევრი ბავშვი მამას რამდენიმე წელში ერთხელ ხედავს, ზოგიერთ სოფელში კი საერთოდ არ დარჩენილა კაცი. განქორწინებების რიცხვი და სოციალური სიტუაცია გარკვეულ რეგიონებში სავალალოა.

სომხეთი “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ. რა შეიცვალა და არა –   არა

ზემოთაღწერილი სურათი სახასიათო გახდა ქვეყნისთვის და პრაქტიკულად არ შეცვლილა 2017 წლის მეორე ნახევრამდე. უკვე 2018 წელს პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა მიგრანტების მიღება დაიწყო და არა გაშვება, სასაზღვრო სამსახურის სტატისტიკით, სომხეთში 15 ათასით მეტი ადამიანი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. 2019 წელს პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდა – 10.5 ათასით მეტი ადამიანი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. გრძელვადიანი ნეგატიური ტენდენციების გათვალისწინებით, ეს სერიოზული შედეგია, რომელიც ახალი ხელისუფლების აქტივში ჩაიწერა. 

თუმცა, ამ მოსაზრებას ყველა არ ეთანხმება – ქვეყანაში ერთდროულად ბევრი სხვადასხვა მონაცემი ქვეყნდება, რომელიც მიგრაციის დინამიკას უკავშირდება; ასევე, არსებობს სხვა ქვეყნების პუბლიკაციები, რაც ნემისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, პოლიტიკური მოტივებით შეარჩიოს მისთვის სასურველი მონაცემი.

დიახ, მიგრაციული სიტუაცია ნამდვილად გაუმჯობესდა, და ეს, მათ შორის, ფაშინიანის დამსახურებაცაა.

განხილვები სტატისტიკის შესახებ ქვეყანაში დღემდე გრძელდება. ამიტომაც საჭიროა ვუპასუხოთ კითხვას – რა დგას ამის უკან, ნუთუ ხელისუფლების შეცვლამ ასეთი ძლიერი გავლენა იქონია სამიგრაციო სიტუაციაზე – და რამდენად სწორია შეფასებები? 

სინამდვილეში ყველაფერი რთულადაა. კერძოდ, გარემოებათა თანხვედრა, რომლის გამოც სომხეთიდან ბევრი გადასახლდა, 2017-2018 წლების განმავლობაში შეიცვალა და მხოლოდ ამის ნაწილი იყო “ხავერდოვანი რევოლუცია”. ხუთი ფაქტორიდან, რომელიც სომხეთიდან ემიგრაციაზე ახდენს გავლენას, მხოლოდ ერთია უშუალოდ დაკავშირებული რევოლუციასთან.

რაც შეეხება სხვა ფაქტორებს: სომხეთის ეკონომიკა ხანგრძლივი კრიზისიდან გამოვიდა. 2009-2016 წლებში სომხეთის ეკონომიკა 9% ით გაიზარდა, 2017 წლის განმავლობაში -7.5%-ით და კიდევ 10%-ით 2018 წლის პირველ კვარტალში. 

აღნიშნულმა ფაქტორებმა საშუალო ხანგრძლივობის პერპექტივაში ემიგრაციის შემცირება გამოიწვია, რომლის პროცესიც რევოლუციამდე დაიწყო. ეკონომიკა ამჟამადაც კარგი ტემპებით იზრდება. მეორე გარემოება – აზერბაიჯანთან პარიტეტის ნაწილობრივი აღდგენაა, რის გამოც უკვე 2017 წლის მარტიდან არ დაფიქსირებულა სერიოზული ინციდენტები სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე. ეს, მათ შორის გამოწვეულია იმით, რომ ფაშინიანმა საერთო ენა მოძებნა ალიევთან, გრძელდება მოლაპარაკებები და სამხედრო რისკები ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება. და იმის მიუხედავად, რომ სამუდამო მშვიდობის გარანტიას ვერავინ მოგვცემს, ამჟამად სიტუაცია საკმაოდ კეთილსაიმედოა. 

რაც ნამდვილად მკვეთრად შეიცვალა, ეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციაა ქვეყანაში, კერძოდ, ხელისუფლების ნდობის ფაქტორი. თუ კრიზისამდე ის შედარებით მაღალი იყო, ამის შედეგად მკვეთრად დაეცა, 2018 წელს კი სომხეთისთვის უპრეცედენტოდ გაიზარდა.

ცხრილი 2. სოციალური გამოკითხვების შედეგები – ხელისუფლებისადმი ნდობა

Წყარო: Steve O’Brien and Julie Ray. Stakes High for Armenia’s New Government. Gallup, 31 May 2019. https://news.gallup.com/opinion/gallup/257972/stakes-high-armenia-new-government.aspx

ამგვარად, სომხეთში “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ, შეიძლება ითქვას, მკვეთრად გაუმჯობესდა მიგრაციული სიტუაცია შემდეგი მიზეზებით: რევოლუციამდე – ეკონომიკური ზრდა და სამხედრო დაძაბულობის შემცირება, ნაწილობრივ სოციალურ-პოლიტიკური კლიმატის  გაუმჯობესება და ხელისუფლებისადმი ნდობის ზრდა. 

ახალი ხელისუფლება აღიქმება საზოგადოებაში როგორც ნაკლებად კორუმპირებული და უფრო მეტად მოსახლეობის საკეთილდღეობაზე ორიენტირებული, ამიტომაც “უკეთესი მომავლის იმედით” ქვეყანაში 20 ათასამდე ადამიანი დაბრუნდა. 

არსებობს კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი სომხეთში მიგრაციის საკითხში. ბოლო ორ წელში სომხეთში რამდენიმე ათასი იმიგრანტი შემოვიდა ინდოეთიდან რამდენიმე მიზეზით. აქ ხელფასები უფრო მაღალია, ვიდრე ინდოეთში, სომხეთში ტრადიციულად ასობით ინდოელი სტუდენტი სწავლობს, სომხეთი კარგი პუნქტია ევროპაში მიგრაციისთვის, და ბოლოს, 2017 წელს სომხეთმა ინდოეთის მოქალაქეებისთვის ვიზები გააუქმა [ერთი წლის შემდეგ ჩინეთის მოქალაქეებისთვის]. 

ინდური მიგრაციის მოკლევადიანმა ტალღამ დემოგრაფიული ექსპანსიის საფრთხე და შესაბამისად, ქსენოფობიური გამოვლინებები გააძლიერა, თუმცა, მალევე ეს ტალღა მალევე ჩაცხრაა. ამჟამად, სომხეთში 4 ათასი ინდოეთის მოქალაქე იმყოფება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი