სამხრეთ კავკასიის ამბები

მესამე ძალა უარყოფით როლს თამაშობს ჩვენს ურთიერთობებში – ხედვა თბილისიდან

10 მაისი, 2019 • 544
მესამე ძალა უარყოფით როლს თამაშობს ჩვენს ურთიერთობებში – ხედვა თბილისიდან

გოდერძი ბოლქვაძე, თბილისი


თანამედროვე მსოფლიო, გლობალიზაციის პირობებში, უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. ხშირად, არათუ ორი ერის, არამედ ორი პიროვნების კონსენსუსამდე მიყვანაა რთული. საქართველო, მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, გეოპოლიტიკური თუ შიდა პრობლემებისა, განვითარების შეუქცევად გზას ადგას. მოდის ახალგაზრდა თაობა, რომელსაც სხვაგვარი აზროვნების წესი აქვს, რომელიც იყურება წინ და ფიქრობს, როგორი იქნება ან უნდა იყოს ჩვენი მომავალი.

ჩვენ გვსურს ერთიანი-ძლიერი საქართველო, რომელიც აუცილებლად იქნება მშვიდობიანი კავკასიის საფუძველი.  სამწუხაროდ, ხშირად მესამე ძალა უარყოფით როლს თამაშობს ჩვენს ურთიერთობებში და ხელოვნურად ქმნის პრობლემებს. სამწუხაროდ, ჩვენ დროის უკან დაბრუნება არ შეგვიძლია, თუმცა ჩვენს ხელთაა აწმყო და მომავალი. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და, დარწმუნებული ვარ, ქართველები, ოსები და აფხაზები შევძლებთ საერთო ენის გამონახვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი