ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობებს ვისურვებდი – ლინდა ტუჟბა სოხუმიდან

7 ივნისი, 2019 • 3120
საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობებს ვისურვებდი – ლინდა ტუჟბა სოხუმიდან

ჩაწერა მარიანა კოტოვამ


ლინდა ტუჟბა, ჟურნალისტი, სოხუმი


ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისა და კონფლიქტის მოგვარებაზე თუ ვისაუბრებთ, მე ვფიქრობ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ წინ, განვვითარდეთ და ევროპულ ქვეყნებს გავუთანაბრდეთ. მე არ ვამბობ, რომ უნდა დავივიწყოთ ისტორია, ომის გმირები, რომელთა მამაცობის დავიწყება არ შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ნაბიჯი უნდა ავუწყოთ თანამედროვე მსოფლიოს და საქართველოსთანაც უნდა ვიმეგობროთ და ერთად განვვითარდეთ. თუმცა, არა ისე, როგორც თავად ფიქრობენ, ერთიან სივრცეში, ერთიან სახელმწიფოში, არა. სხვადასხვა ქვეყანაში უნდა განვვითარდეთ ჩვენ, ისინი – სხვაში. ჩვენ ხომ არ ვართ მათი ნაწილი, ცალკე სახელმწიფო ვართ. მე მხოლოდ ჩვენს შორის მეგობრულ ურთიერთობებს ვისურვებდი.

გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი