სამხრეთ კავკასიის ამბები

ქართველები და ოსები და აფხაზები ერთად ვერ იცხოვრებენ – ხედვა თბილისიდან

7 აპრილი, 2019 • 900
ქართველები და ოსები და აფხაზები ერთად ვერ იცხოვრებენ – ხედვა თბილისიდან

ლაშა აბულაშვილი, თბილისი

ქართველები და ოსები და აფხაზები ერთად ვერ იცხოვრებენ. ორივე მხარეში მძვინვარებს მიზანმიმართული ბინძური აგიტაცია.

ახლა კი, სანამ არსებობს ასეთი მენტალობის მქონე რუსეთი და მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი მათი აგიტაციის მანქანა, მანამდე ვერ დარეგულირდება კონფლიქტი. აფხაზებს და ოსებს ბავშვობიდანვე წამლავენ ქართველებზე და რანაირადღა უნდა მოხდეს მათთან მეგობრობა?!

სანამ ერგნეთის ბაზარი იყო ღია, ქართველები უპრობლემოდ დადიოდნენ და ვაჭრობდნენ. ორივე მხარე კმაყოფილი იყო მეტნაკლებად და მაინც პოულობდნენ საერთო ენას.

გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი