სამხრეთ კავკასიის ამბები

ადამიანებს შორის ურთიერთობები ჯერ კიდევ ცოცხალი და მყარია – ხედვა თბილისიდან

3 აპრილი, 2019 • 1139
ადამიანებს შორის ურთიერთობები ჯერ კიდევ ცოცხალი და მყარია – ხედვა თბილისიდან

ირინა წიკლაური, თბილისი

ჩემს მოსაზრებებს, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ემოციები და, მეორე მხრივ, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვხედავ ქართულ-რუსულ და რუსულ-ოსურ და რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს. ჩვენ შორის სინამდვილეში ხომ რუსეთი დგას. არსებობს რუსეთის ინტერესები კავკასიაში და ვარსებობთ ჩვენ, ამ ინტერესების მსხვერპლი ხალხი და ქვეყანა.

მათ მიიღეს იზოლაცია საერთაშორისო ასპარეზზე და ასპროცენტიანი დამოკიდებულება რუსეთზე. არა მგონია, რუსულ-ოსური და რუსულ-აფხაზური ურთიერთობები მამა-შვილურს ჰგავდეს, სადაც მამა გზის გამკვალავი და შემწეა, ხოლო შვილი- თამამი და დამოუკიდებელი.

სასიამოვნოდ მრჩება ის ფაქტი, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს შეუძლაით სამედიცინო დახმარების და განათლების მიღება ჩვენთან, იმის მიუხედავად, რომ მათ არ შეაქვთ არავითარი წვლილი საქართველოს ბიუჯეტში. ვთვლი, რომ ეს არის ურთიერთობის აღდგენის ერთ-ერთი მცდელობა.

დარწმუნებული ვარ, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ორივე რეგიონში მეგობრები და ნათესავები დარჩათ, ცალკეულ ადამიანებს შორის ურთიერთობები ჯერ კიდევ ცოცხალი და მყარია. ჩემი აზრით, ეს არის უდიდესი ფაქტორი და მიზეზი, თუ რატომ უნდა ვითანამშრომლოთ.

გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი