სამხრეთ კავკასიის ამბები

ახალი საგადასახადო სისტემა სომხეთში – მოსახლეობა ფასების ზრდას ელოდება

10 იანვარი, 2018 • 2146
ახალი საგადასახადო სისტემა სომხეთში – მოსახლეობა ფასების ზრდას ელოდება

საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში პრუდუქტების გარკვეულ სახეობებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებულ უკამყოფილებაზე, სომხეთის პარლამენტში 23 იანვარს საპარლამენტო მოსმენები დაიწყება.

სომხეთში გარკვეულ პროდუქტებზე ფასების გაზრდას ელოდებიან. ფასების ცვლილება სომხეთში საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებას უკავშირდება.

ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევიდა, თამბაქოს ნაწარმზე, ალკოჰოლზე, საწვავზე და ბუნებრივ აირზე აქციზის გაზრდას ითვალისწინებს.

“რაც შეეხდება სიგარეტს და ალკოჰოლს, მათზე ფასები საგრძობლად არ გაიზრდება. სხვა საქმეა ბენზინი და ბუნებრივი აირი, რამდენდაც ამ პროდუქციაზე ფასების ზრდას შეუძლია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სამარშრუტო ტაქსებითია და ავტობუსებით მგზავრობის ღირებულების გაზრდა. სიტუაციის შესამსუბუქებლად ხელისუფლებამ გადაწყვიტა ფასში სხვაობის სუბსიდირება, რათა იმაზე მეტი არ დაუჯდეს მოსახლეობას მგზავრობის ფასი, ვიდრე აქამდე იყო”, – ამბობს ეკონომისტი გაგიკ მაკარიანი, და ამატებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ტაქსით მგზავრობა გაძვირდება, ვინაიდან მძღოლები იძულებული გახდებიან მოხმარებული საწვავის ფასი ამოიღონ.

თუმცა, ფასების ზრდა ამით არ შემოიფარგლება. 1 იანვრიდან 800 სახეობის პროდუქციაზე აღარ იმოქმედების შეღავათიანი საბაჟო რეჟიმი იმპორტზე, რაც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას უკავშირდება და რაც ფასების გაზრდას გულისხმობს.

თუ იმპორტირებული საქონელი ევრაზიული საბაჟო კავშირის ქვეყნებიდან – ანუ რუსეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან ან ყირგიზეთიდა არ შევა სომხეთში, მაშინ, მათზე საბაჟო გადასახადი 10%-ზე მეტით გაიზრდება.

“საბაჟო კავშირის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ კავშირში, წევრ ქვეყნებს შორის არ არსებობს საბაჟო რეჟიმი, საბაჟო გადასახადი იმ საქონელზე, რომელიც სომხეთში მესამე ქვეყნებიდან შემოდიოდა, მისი ღირებულების 10%-ს შეადგენდა, ახლა კი იქნება 17% და მეტი”, – ამბობს ეკონომისტი კარენ პეტროსიანი.

პეტროსიანის თქმით, უკვე გასაგებია, რომ ფასების ზრდას სომხეთი ვერ აიცილებს, რამდენადაც სომხეთში იმპორტირებული საქონელის უმეტესი ნაწილი არა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან, არამედ სწორედ მესამე ქვეყნებიდან შედიოდა.

“ოფიციალური სტატისტიკის შესაბამისად, 2016 წელს სომხეთში იმპორტირებული იყო 1,1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებიდან, 2,09 მილიარდის ღირებულების კი – მესამე ქვეყნებიდან. შესაბამისად, კარგად გვესმის, რომ იმპორტირებული საქონლის დაახლოებით 1/3 -ზე ფასები გაიზრდება”, – ამბობს პეტროსიანი.

სომხეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებითვე, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან იმპორტის უდიდესი წილი რუსეთზე მოდის. მთლიანობაში კი ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნებიდან იმპორტირებული საქონელი 30% შეადგენს.

2017 წლის პირველ ნახევარში, სომხეთში 16 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების 15,5 ტონა ფრინველის ხორცი შეიტანეს. ძირითადი იმპორტი ბელგიაზე, ბრაზილიაზე, გერმანიასა და უნგრეთზე მოდის.

სომხეთში ვარაუდობენ, რონ შესძლოა მეწარმეებმა ფასები, პარალელურად, ევრაზიული ეკონომიკური კავშრის ქვეყნებიდან შეტანილ პროდუქციაზეც გაზარდონ.

ფასების ზრდის მოლოდინში, სომხეთში, ჯერ კიდევ შეღავათიან ფასებში, მომხმარებლები დიდი რაოდენობით პრუდუქტს ყიდულობენ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი