სამხრეთ კავკასიის ამბები

ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანს უფლებამდაცველისთვის 32 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

18 მარტი, 2016 • 1168
ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანს უფლებამდაცველისთვის 32 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას უფლებამდაცველ რასულ ჯაფაროვის გამო, რომელიც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სხვა პატიმრებთან ერთად 17 მარტს შეიწყალა, 32 ათასი ევროს გადახდა დააკისრა – 25 ათასი ევრო მორალური და 7448 ევრო მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება “ცდილობდა, ჯაფაროვი უფლებამდაცვითი საქმიანობისთვის დაესაჯა”, ის ფაქტები კი, რომელსაც ეფუძნებოდა ბრალდების მხარე, არასაკმარისი იყო ბრალდებისთვის.

რასულ ჯაფაროვი იმ პოლიტპატიმართა სიაში იყო, რომელიც აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოებამ 2015 წელს მოამზადა. გარდა ამისა, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty Internationa-მა ის “სინდისის პატიმრად” ცნო.

ბაქოს სასამართლომ 2015 წლის 16 აპრილს ჯაფაროვს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაულ ჯაფაროვი 2014 წლის 2 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ უფლებადამცველს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარუდგინა – უკანონო საქმიანობა (192), გადასახადებისგან თავის არიდება (213) და თანამდებობის ბოროტად გამოყენება (308).

რასულ ჯაფაროვი 2006 წლიდან უფლებათადაცვითი საქმიანობითაა დაკავებული. ის იყო უფლებადაცვითი კამპანიების, “სიმღერა დემოკრატიის სახელით” და “ხელოვნება დემოკრატიის სახელით”, აქტიური მონაწილე.  დაკავებული იყო პოლიტპატიმრების უფლებების დაცვით. სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო სესიის დროს რასულ ჯაფაროვიმა და სხვა უფლებადამცველებმა გააკეთეს მოხსენება აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების პრობლემების შესახებ. მოგვიანებით ბაქოში, ეუთოს საპარლამენტო სესიაზე ჯაფაროვმა სხვა უფლებადამცველებთან ერთად მოაწყო საზოგადოებრივი მოსმენა სამოქალაქო საზოგადოების პრობლემების შესახებ. ორივე ღონისძიებამ აზერბაიჯანის ხელისუფლებაში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი