სამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა უფლებადამცველები შეიწყალა

17 მარტი, 2016 •
ალიევმა უფლებადამცველები შეიწყალა

აზერბაიჯანული სააგენტო APA-ს ცნობით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ცნობილი ადამიანების ნაწილი შეიწყალა.

გამოცემის ცნობით, შეწყალებულთა შორის არიან უფლებადამცველი რასულ ჯაფაროვი, რაშად ახუნდოვი, ტოფიგ იაგუბლუ და ა.შ. ჯამში, შეწყალებულ პატიმართა რაოდენობა, ოფიციალური ინფორმაციით, არის 148.

შეწყალებულთა შორის არ არის ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა. როგორც ისმაილოვას დედამ, ელმირა ისმაილოვამ ნეტგაზეთს უთხრა, მისი შვილი ამ სიაში არ აღმოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი