ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რასულ ჯაფაროვს ბაქოს სასამართლომ 6 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

16 აპრილი, 2015 • • 1197
რასულ ჯაფაროვს ბაქოს სასამართლომ 6 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლოს განაჩენის თანახმად, პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ რასულ ჯაფაროვს სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო სტუქტურებში თანამდებობის დაკავება აეკრძალება. 

 

კავკაზსკი უზელის ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე რასულ ჯაფაროვმა ბრალდებას “ფალსიფიცირებული”, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებას “პოლიტიკური დაკვეთა” უწოდა.

 

14 აპრილს მორიგ სასამართლო სხდომაზე ბაქოში, პროკურატურამ დაკავებული უფლებადამცველისთვის, რასულ ჯაფაროვისთვის 9 წლით თავსუფლების აღკვეთა და გათავისუფლების შემდეგ 3 წლის განმავლობაში თანამდებობაზე დანიშნვის აკრძალვა მოითხოვა. 

 

რაულ ჯაფაროვი 2014 წლის 2 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ უფლებადამცველს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარუდგინა – უკანონო  საქმიანობა (192), გადასახადებისგან თავის არიდება (213) და თანამდებობის ბოროტად გამოყენება (308).

 

რასულ ჯაფაროვი 2006 წლიდან უფლებათადაცვითი საქმიანობითაა დაკავებული. ის იყო უფლებადაცვითი კამპანიების, “სიმღერა დემოკრატიის სახელით” და “ხელოვნება დემოკრატიის სახელით”, აქტიური მონაწილე. ის დაკავებული იყო პოლიტპატიმრების უფლებების დაცვით. სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო სესიის დროს რასულ ჯაფაროვიმა და სხვა უფლებადამცველებმა გააკეთეს მოხსენება აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების პრობლემების შესახებ. მოგვიანებით ბაქოში, ეუთოს საპარლამენტო სესიაზე ჯაფაროვმა სხვა უფლებადამცველებთან ერთად მოაწყო საზოგადოებრივი მოსმენა სამოქალაქო საზოგადოების პრობლემების შესახებ. ორივე ღონისძიებამ აზერბაიჯანის ხელისუფლებაში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი