სამხრეთ კავკასიის ამბები

გაგრაში წყლის რეზერვუარი აღადგინეს

10 მარტი, 2016 • 1182
გაგრაში წყლის რეზერვუარი აღადგინეს

სახელმწიფო სამშენებლო კომპანია “გაგრასტროიგრანიტის” ხელმძღვანელის, ნოდარ ხვარცკიას განცხადებით, 2015 წლის ნოემბერში დაზიანებული წყლის რეზერვუარის კედელი აღადგინეს და ამისთვის 4 მილიონი რუბლი დაიხარჯა.

sputnik abkhazia-ს ცნობით, 2015 წლილს 1 ნოემბერ გაგრაში იმ წყლის ავზის კედელი დაინგრა, რომელიც ქალაქის ნაწილს წყლით ამარაგებს. ავზის მოცულობა 3500 კუბური მეტრია. კედლის დაზიანების შედეგად წამოსულ წყლის ნაკადის გამო ქალაქში არავინ დაშავებულა.

“კედელი აღვადგინეთ, ბაგირები დავაყენეთ, რომლებიც ამ კედელს დაიჭერენ, ასევე გზები გავიყვანეთ”,- განაცხადა ნოდარ ხვარცკიამ

მისივე თქმით, გაგრის წყალმომარაგებამ ავზის სახურავი უნდა გაწმინდოს და იქ დაგროვებული მიწა ამოიღოს. ხვარცკიას განცხადებით, ავზის სახურავის ჰიდრალიზაციით და ცემენტის ღობის გაკეთებით სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი