კომენტარი

შეიძლება თუ არა, აქციის ძალით დაშლა იყოს კანონიერი

25 მაისი, 2011 • 1349
შეიძლება თუ არა, აქციის ძალით დაშლა იყოს კანონიერი

„წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ“, რომელიც 21 მაისიდან საპროტესტო აქციას მართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, უკვე პარლამენტის შენობასთან მართავს აქციას. აქციის ორგანიზატორმა ნინო ბურჯანაძემ დღეს განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ აქციებს 25 მაისის შემდეგაც, იმის მიუხედავად, რომ შეტყობინებაში, რომელიც თბილისის მერიას გაუგზავნეს, აქციის თარიღებად 21–25 მაისი იყო მითითებული. მერიაში დღეს „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ სახალხო კრებას დამატებით, 26 მაისს  აქციის გამართვის შესახებ სათანადო გაფრთხილების წერილი  აღარ შეუტანიათ.  ხელისუფლება კი 26 მაისს იმ ადგილას, სადაც ახლა მომიტინგეები არიან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აღლუმის ჩატარებას გეგმავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა 23 მაისს „ნეტგაზეთთან“ საუბარში განაცხადა, რომ აღლუმის ჩატარების  ადგილი არ შეიცვლება.

 

იქნება თუ არა, ასეთ სიტუაციაში აქციის მონაწილეთა ძალით დაშლა იყოს კანონიერი, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მიხედვით – ამ საკითხებზე „ნეტგაზეთი“ ადვოკატ ლია მუხაშავრიას გაესაუბრა და თავდაპირველად ჰკითხა, დაარღვიეს თუ არა მომიტინგეებმა კანონი კოსტავას ქუჩის ხელოვნურად გადაკეტვით?

მოუსმინეთ აუდიოინტერვიუს:


Lia Mukhashavria sakhalkho krebis aqciis kanonierebaze by netgazeti/batumelebiასევე მიმაგრებულ ფაილში იხილეთ კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ;

მასალების გადაბეჭდვის წესი