კომენტარი

ტრამპი: ჯო უილსონს აქვს ჩემი სრული და ტოტალური მხარდაჭერა

4 ნოემბერი, 2025 •
ტრამპი: ჯო უილსონს აქვს ჩემი სრული და ტოტალური მხარდაჭერა

აშშ-ის პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს კონგრესმენ ჯო უილსონს სამხრეთ კაროლინის არჩევნებში. მის მიერ დაფუძნებულ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში ტრამპი წერს:

“კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც თავიდანვე იდგა ჩვენ გვერდით, არის სამხრეთ კაროლინის მე-2 კონგრესის ოლქის უდიდესი ჩემპიონი!

სამხრეთ კაროლინის არმიის ეროვნული გვარდიის პენსიაზე გასული პოლკოვნიკი და წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრი. ჯომ იცის ის გონიერება და სიმამაცე, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ჩვენი შესანიშნავი სამხედრო/ვეტერანების მხარდასაჭერად და ძალის მეშვეობით მშვიდობის დამყარებისთვის. კონგრესში ჯო ბეჯითად მუშაობს, რათა შეინარჩუნოს ჩვენი ახლა უკვე ისედაც ძალიან დაცული საზღვარი კიდევ უფრო დაცულად, შეაჩეროს მიგრანტების დანაშაული, უზრუნველყოს კანონი და წესრიგი, გაზარდოს ჩვენი ეკონომიკა, შეამციროს გადასახადები და რეგულაციები, ხელი შეუწყოს ამერიკაში დამზადებულ პროდუქციას, იყოს ამერიკული ენერგეტიკული დომინირების ჩემპიონი, დაიცვას არჩევნების მთლიანობა და ჩვენი მუდმივად საფრთხის ქვეშ მყოფი მეორე შესწორება. ჯო უილსონს აქვს ჩემი სრული და ტოტალური მხარდაჭერა ხელახლა არჩევისთვის — ის არასოდეს გაგიცრუებთ იმედებს!”, – წერს ტრამპი.

თავის მხრივ არჩევნებში მხარდაჭერისთვის ჯო უილსონმა ტრამპს მადლობა გადაუხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი