• ახალი ამბები
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • კომენტარი
  • ხელოვნება
  • სამხრეთ კავკასია
  • ბლოგები
  • ბათუმელები
  • RU
Skip to content
Netgazeti

Netgazeti

ნეტგაზეთი

მხარდაჭერა
დაგვამატე Google-ში
  • ახალი ამბები
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • კომენტარი
  • ხელოვნება
  • სამხრეთ კავკასია
  • ბლოგები

ბათუმელები| RU

Posted inკომენტარი

გვინდა ევროპული სივრცის ნაწილი ვიყოთ, სადისკუსიო არაფერია – ჯაბა ზარქუა რუსული კანონის წინააღმდეგ

12.04.202412.04.2024

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ექიმი გასტროენტეროლოგი და მწერალი ჯაბა ზარქუა “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელმეორედ მიღების მცდელობას ეხმაურება.

ის ამბობს, რომ გამჭვირვალობა – საბაბი, რასაც მმართველი პარტია ამ კანონის მიღების საჭიროებად ასახელებს – მთავრობაზე მეტად ხალხს აინტერესებს. თუმცა ზარქუა ფიქრობს, რომ პირველ რიგში, უნდა ვინტერესდებოდეთ სახელმწიფო უწყებების ბიუჯეტის გამჭვირვალობით, რომელიც ივსება როგორც საერთაშორისო გრანტებით, ისე ჩვენი, მოქალაქეების გადახდილი გადასახადებით.

“იმის რეგულირებას, რაც ისედაც გამჭვირვალეა, ხომ არ სჯობს ჯერ ჩვენი ფულის გამჭვირვალობით დავინტერესდეთ? Მე, როგორც მოქალაქე, მოვითხოვ ვიცოდე, იქ რაღაც ქუჩა რომ კეთდება მთელი დეკადის განმავლობაში, რომლისთვისაც საერთაშორისო ორგანიზაციების ფული გვაქვს ნასესხები ყველას, ეგ ფული სად და როგორ იხარჯება. ვის ჯიბეებში მიდის, არ უნდა ვიცოდეთ? Როგორ არა, ნამდვილად მინდა გამჭვირვალობა, ოღონდ ჩემთვის, როგორც გადასახადების გადამხდელისთვის, მნიშვნელოვანია ვიცოდე, ჩვენი საერთო ფული სად მიდის. ესაა მთავარი გამჭვირვალობა. ვისაც გვქონია უცხოურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ზუსტად ვიცით, რაოდენ სკრუპულოზურად არის გაწერილი თითოეული ცენტი და მისი მიზნობრიობა. ლეგიტიმურია კითხვა პარტიული ინტერესის საქვეყნო ინტერესად გასაღების მცდელობის შესახებ”, – ამბობს ჯაბა ზარქუა.

ექიმის თქმით, “ვისაც კი რამე გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის და ქვა ქვაზე დაუდია, რომ ჩაჰყვეთ საძირკველში, დასავლური ავტორიტეტული ორგანიზაციების ფულს მიაგნებთ”. ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ჯანდაცვის სფეროში დანერგილ სიახლეებზე.

“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დასავლელი პარტნიორების დახმარებით საქართველოში სამედიცინო სფეროში განხორციელებულა, არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ამერიკული კომპანია “გილეადის” მიერ დაიწყო საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობითა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჩართულობით.

Ხალხს შეიძლება ეგონოს, რომ უბრალოდ ძვირადღირებული პრეპარატი მოგვცეს უფასოდ და ამით მორჩა, მაგრამ ამ პროგრამის განმავლობაში ხომ უამრავი საერთაშორისო გამჭვირვალე გრანტი მოიპოვა სხვადასხვა სამეცნიერო-სამედიცინო დაწესებულებამ, რომლის ფარგლებშიც ჩაატარა სხვადასხვა კვლევა, რომლითაც ქვეყანას ახალი ცოდნა შესძინა. Ზოგს დიაგნოსტიკა დაუფინანსდა, ზოგმა მედიკამენტი მიიღო, დაავადების გავრცელების შესახებ დაიწყო სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური მონაცემის შეგროვება და ა.შ. Განა ეს უცხოური გავლენის გამტარობაა?”, – უთხრა ზარქუამ “ნეტგაზეთს”.

ექიმი ასახელებს ამ კანონის საწინააღმდეგო კიდევ ერთ არგუმენტს – ევროინტეგრაციისთვის შექმნილი რისკი. მისი თქმით, რადგან რუსული კანონი ქვეყნის ევროპულ მომავალ უქმნის საფრთხეს, “სადისკუსიოც არაფერია” – ის არ უნდა მიიღონ.

“Ჩვენ თუ გვინდა ევროპული სივრცის ნაწილი ვიყოთ, და დიახ, გვინდა, არანაირი “თუ” აქ არ არსებობს, მაშინ სადისკუსიოც არაფერია. Მეტი რა ფორმით უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწრაფვა, რაღას ჩათვლის ხელისუფლება ვალიდურად?”, – ამბობს ზარქუა.


“ქართულმა ოცნებამ” დაარღვია პირობა, რომელიც საზოგადოებას ერთი წლის წინ მისცა და ე.წ. რუსული კანონი ხელმეორედ დააინიციირა.

შარშან, 7-9 მარტის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურებების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლეოსობამ კანონპროექტი, რომელიც თავადვე დააინიციირა და პირველი მოსმენით მიიღო, მეორე მოსმენისას ჩააგდო. ამის შემდეგ, მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ.

2 აპრილს, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ რუსული კანონი ხელახლა, ამჯერად შეცვლილი სახელწოდებით დაინიციირდებოდა. “უცხოეთის აგენტების” ნაცვლად, ორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო გრანტებით მიღებული თანხაა, ამჯერად “უცხოეთის გავლენის გამტარები” დაერქმევათ.

რუსული კანონის ხელახლა დაინიციირებას უარყოფითად აფასებს საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი – აშშ, გაერო, ევროკავშირი, ცალკეული ევროპარლამენტარები, პარტნიორი ქვეყნების ლიდერები და ა.შ. კანონის მიღების საწინააღმდეგო მარში გაიმართა 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე.

ამავე თემაზე:

  • არა რუსულ კანონსა და არა ყველაფერს, რაც ხელს გვიშლის ევროპულ მომავალში – გიორგი მარშანია
  • ნანა ჯორჯაძე: ამ ქვეყანაში რუსული კანონებით ცხოვრება ვერ და არ გამოვა
  • არა რუსულ კანონს! – მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე
დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

რუსული კანონი, ჯაბა ზარქუა

ახალი ამბები

  • ტყუილია, რომ ფეიქრიშვილებს დაზიანება ავთანდილ ბილანიშვილმა მიაყენა – ადვოკატი
  • თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს
  • პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
  • გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
  • ბიბილაშვილი: საკონსტიტუციო სარჩელის ერთადერთი მტკიცებულება წულუკიანის კომისიის დასკვნაა — აკინძული „ასავალ-დასავალი“
  • აფხაზეთში „არასასურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის“ სტატუსს შემოიღებენ
ასევე:
  • პანკისში მდებარე საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა, ორგანიზაციამ შენობა დატოვა პანკისში მდებარე საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა, ორგანიზაციამ შენობა დატოვა
  • სხვა ქვეყნის ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია შესასრულებელი არ აქვთ – პაპუაშვილი სხვა ქვეყნის ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია შესასრულებელი არ აქვთ – პაპუაშვილი
  • საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც დაიხურა საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც დაიხურა
  • ადენაუერის ფონდი გასცემდა სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებზე – ბექა კობახიძე ადენაუერის ფონდი გასცემდა სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებზე – ბექა კობახიძე

  • 26.10.2026 ტყუილია, რომ ფეიქრიშვილებს დაზიანება ავთანდილ ბილანიშვილმა მიაყენა – ადვოკატი
  • 26.10.2026 თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს
  • 26.10.2026 პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
  • 26.10.2026 გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
  • 26.10.2026 ბიბილაშვილი: საკონსტიტუციო სარჩელის ერთადერთი მტკიცებულება წულუკიანის კომისიის დასკვნაა — აკინძული „ასავალ-დასავალი“
  • 26.10.2026 აფხაზეთში „არასასურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის“ სტატუსს შემოიღებენ
  • Facebook
  • Instagram
  • Bluesky
  • TikTok
  • YouTube
  • LinkedIn
  • X
  • Telegram

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • კომენტარი
  • ხელოვნება
  • სამხრეთ კავკასია
  • ბლოგები

თემები

  • სინდისის პატიმრები
  • საპროტესტო აქციები
  • ომი უკრაინაში
  • რეპრესიული კანონები
  • ევროკავშირი და საქართველო
  • სამხრეთ კავკასია

© 2026 Netgazeti Powered by Newspack ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
Go to mobile version