კომენტარი

არ მინდა, ჩემმა შვილმა ისწავლოს ომსკში, ხაბარკოვსკში ან თუნდაც პეტერბურგში – შევარდნაძე

6 მარტი, 2023 • 900
არ მინდა, ჩემმა შვილმა ისწავლოს ომსკში, ხაბარკოვსკში ან თუნდაც პეტერბურგში – შევარდნაძე

მებაღე და „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი, ზურა შევარდნაძე ეხმაურება „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოური აგენტების შესახებ.

„გურიაში და თბილისის უნივერსიტეტში მიღებული სიყვარულისთვის და ცოდნისთვის, ბონის, მიუნხენის და პარიზის ბოტანიკურ ბაღებში მიღებული ცოდნა რომ არ მიმემატებინა, ვფიქრობ, სულ სხვაგვარად იქნებოდა ჩემი საქმე.

ვერც უცხოური ფონდების და სტიპენდიების გარეშე შევძლებდი ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლას. მე სხვისი ამბავი არ ვიცი, ჩემსას ვყვები. აბა, როგორ არ ვიყო მადლიერი?! აბა, როგორ არ ვიყო ამ აურზაურში იმ მხარეს, რომელზეც ვარ?! არც ჩემმა შვილმა არ მინდა ისწავლოს ომსკში, ხაბაროვსკში ან თუნდაც პეტერბურგში“, – წერს ზურა შევარდნაძე.

გარეკანი ფოტო: ზურა შევარდნაძე


უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშული კანონპროექტები მაინც განიხილა. მას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა თავდაცვის, საგარეო და იურიდიულმა კომიტეტებმა.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი