კომენტარი

ბროუდერი სააკაშვილს მაგნიტსკის სიაზე პასუხობს 

9 იანვარი, 2023 • 1221
ბროუდერი სააკაშვილს მაგნიტსკის სიაზე პასუხობს 

ბილ ბროუდერი, რომელიც Hermitage Capital-ის დირექტორი და მაგნიტსკის სიის კამპანიის ავტორია, პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილს პასუხობს.

“მიხეილ, გთხოვთ, თქვენმა  გუნდმა მოამზადოს დოკუმენტაცია იმის შესახებ, თუ ვინ აფერხებს  მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, წამებაზე და მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ეს მივაწვდინო დასავლეთის მთავრობებს “მაგნიტსკის სანქციებისთვის”, – წერს ბროუდერი ტვიტერზე. 

მანამდე სააკაშვილმა ბროუდერს მიმართა: 

“მე მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მოკლეს მაგნიტსკი, მაგრამ უფრო აშკარად და საჯაროდ – ჩემი თხოვნა,ა დაეხმარო ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის წინასწარ შედგენაში და არ დაველოდოთ ფატალურ შედეგს”. 


ბროუდერის ერთ-ერთი ადვოკატი, 37 წლის სერგეი მაგნიტსკი 2011 წელს, თითქმის ერთი წლის განმავლობაში იყო ციხეში ისე, რომ ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. გავრცელებული ვარაუდით, სამედიცინო პერსონალის მხრიდან უყურადღებობით დაიღუპა – მას პანკრეასის დაავადება ჰქონდა და აუცილებელ მედიკამენტზე უარი უთხრეს. დაღუპულის დედა შემდეგ აცხადებდა, რომ მისი შვილის გვამს ორი თითი მოტეხილი ჰქონდა, ხელებზე კი „შავი და ლურჯი“ ჰემატომები აღენიშნებოდა.

 

ბროუდერმა სწორედ ამის შემდეგ შეადგინა 60- კაციანი სია [მაგნისტსკის სია], რომელიც შეიცავდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლო სისტემისა და „ეფესბეს“ წარმომადგენლების სახელებს. ბროუდერი აცხადებდა, რომ  მაგნიტსკი ამ პირებმა აწამეს და მოკლეს მას შემდეგ, რაც ადვოკატმა გამოააშკარავა მათი მილიონობით ევროს ოდენობის საგადასახადო მაქინაცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი