კომენტარი

უკრაინაში შავი ზღვის ფლოტი ძლიერდება

13 მაისი, 2010 • • 1295
უკრაინაში შავი ზღვის ფლოტი ძლიერდება

ამავე თემაზე

გარიგება რუსეთსა და უკრაინას შორის

„ამ შემთხვევაში უკრაინა გაზის საფასურის შემცირების სანაცვლოდ, გარკვეულ გარიგებაზე მიდის რუსეთთან. ალბათ, სხვა ტიპის გარიგებაც შეიძლება მოხდეს, ვთქვათ უკრაინულ პროდუქციას შეიძლება რუსულ ბაზარზე რაიმე უპირატესობა ქონდეს. ეკონომიკის სფეროში გარკვეული სარგებლის მიღების სანაცვლოდ, იანუკოვიჩის ხელისუფლება უსაფრთხოების სფეროში დათმობაზე მიდის, რათა რუსეთმა სამხედრო ფლოტი განათავსოს. შესაძლოა, საუბარი იმაზეც იყოს, რომ რუსეთი ყირიმში სეპარატიზმის წახალისებას არ მოახდენს. აქ  რუსეთსა და უკრაინას შორის გარკვეულ პოლიტიკურ ვაჭრობას აქვს ადგილი.

საერთაშორისო სამართალში არსებობს ტერმინი დენონსაცია, რაც ხელშეკრულების გაუქმებას ნიშნავს. შესაძლებელია რომ უკრაინის შემდგომმა ხელისუფლებამ, გააუქმოს ეს ხელშეკრულება. ეს დამოკიდებულია იმაზეც, რადაში პროდასავლურ ძალებს რამდენი ადგილი ექნებათ, რა პროცენტული რაოდენობით განისაზღვრება მათი შემადგენლობა. მომავალში შესაძლებელი იქნება ამ ხელშეკრულების დენონსირება, თუმცა ამას შეიძლება რუსეთის მხრიდან უკრაინისათვის  ბუნებრივი გაზის საფასურის გაზრდა მოყვეს. უკრაინა შიშობს. თუ რუსეთის მხრიდან სამხრეთის ნაკადის პროექტი განხორციელდა, ამ შემთხვევაში უკრაინა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რუსეთი ევროპას უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით მიაწვდის ბუნებრივ აირს.  

იქიდან გამომდინარე რომ იანუკოვიჩი არ მალავდა თავის სიმპატიებს რუსეთის მიმართ, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შესაძლოა გარკვეული შეთანხმების მიღწევა მოხდეს.

რუსული ფლოტის გაძლიერება უკრაინაში ნატოს იმდენად არ შეუქმნის პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ ნატომ რუსეთის მიმართულებით რამდენიმე კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა, რუსეთის მიზანია, ნატოს სახით ყოველთვის იარსებოს მტრის ხატმა.  რუსეთმა თავის სამხედრო დოქტრინაში მაინც დააფიქსირა ის ფაქტი, რომ ნატო რუსეთისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, დღესაც საუბარია იმაზე რომ რუსეთისთვის ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთი ახლა საბაბს ეძებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე  თავისი  ყოფნა გაამართლოს და არა მარტო. აქედან გამომდინარეობს რუსეთის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის მზად არის უკრაინის ტერიტორიაზე დამატებითი კონტიგენტი განათავსოს და ნატოს დაუპირისპირდეს. მაგრამ ფაქტია რომ ნატოს პრობლემა ამ კუთხით არ შეექმნება, იმიტომ რომ ნატო არ აპირებს რუსეთთან დაპირისპირებას“.   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი