კომენტარი

უკრაინის ვიცე-პრემიერი ხსნის, მისი აზრით, რატომ არ მისცეს საქართველოს EU-ს კანდიდატის სტატუსი

30 აგვისტო, 2022 •
უკრაინის ვიცე-პრემიერი ხსნის, მისი აზრით, რატომ არ მისცეს საქართველოს EU-ს კანდიდატის სტატუსი

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინამ დაასაახელა მიზეზი, თუ რატომ არ მიანიჭა ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკრაიანასა და მოლდოვასთან ერთად.

მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში ევროკავშირის თავშეკავების ერთ-ერთი მთვარი მიზეზი ის ეჭვები იყო, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის სიმტკიცესა და შეუქცევადობასთან დაკავშირებით არსებობს საზოგადოებრივი აზრისა და ხელისუფლების დონეზე.

ამის შესახებ მან ЄВРОПЕЙСЬКА ПРАВДА-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„სამწუხაროა, რომ საქართველო არ გახდა ამ გაფართოების ტრიოს ნაწილი. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გახდება უსაფრთხოების და პროგნოზირებადობის ელემენტი მთელ რეგიონში. ამიტომ, ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ მოლდოვა უკრაინას მიჰყვეს იმავე ტემპით, რომლითაც ჩვენ მივდივართ“, – განაცხადა ოლგა სტეფანიშინამ.

სტეფანიშინას თქმით, უკრაინის შემთხვევაში პასუხი ცალსახა იყო, რადგან იმ მომენტში, როდესაც საკითხი განიხილებოდა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მოქალაქეების მხარდაჭერა 91% იყო და ამასთან, უკრაინის ევროინტეგრაციის კურსი 2014 წლიდან უცვლელია და კონსტიტუციაშია გათვალისწინებული.

„საქართველოსა და მოლდოვას რაც შეეხება, შესაძლოა იყო საკითხები, რომლებიც საჭიროებდა შეფასებას და არ იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ მომავალში ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ევროპული მისწრაფებების თვალსაზრისით ისეთივე პროგნოზირებადი იქნებოდა.

ვფიქრობ, რომ ამას საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები ნამდვილად არ ცვლიან პოზიციას, თუმცა ისინი რიგი პოლიიტკური პროცესების მძველები არიან“, – განაცხადა სტეფანიშინა.

უკრაინის ვიცე-პრემიერი ასევე შიშობს, რომ მნიშნვნელოვანი მიღწევები, რომლებიც საქართველოს აქვს რეფორმების თვალსაზრისით, შესაძლოა გარკვეული შიდაპოლიტიკური კონფლიქტებით განადგურდეს.

„ჩვენთვის სამწუხაროა ამ პროცესების ყურება, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც უკრაინასთან ერთად ერთ პაკეტში ყოფნა სურთ, იმ მაღალ სტანდარტს უნდა შეეფერებოდნენ, რა სტდანრტსაც უკრაინა აკმაყოფილებს“, – განაცხადა ოლგა სტეფანიშინამ.

ამასთან, უკრაინის ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ კიევს არასოდეს განუხილავს უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები ურთიერთდაკავშირებულად, მაგრამ ევროკავშირისთვის ასეთი პაკეტური გადაწყვეტილებები ტრადიციაა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ მოლდოვა უკრაინის ევროინტეგრაციას არ შეანელებს და მოხარული იქნება, თუ მოლდოვას ევროკავშირში უკრაინასთან ერთად მიიღებენ.

თუმცა ოლგა სტეფანიშინა ხაზს უსვამს, რომ უკრაინას არ სურს, ევროკავშირის გაფართოების „ბალკანურ“ პაკეტს შეუერთდეს.


საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოსთვის კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

ამ რეკომენდაციის საფუძველზე, 2022 წლის 24 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო,  უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭია კანდიდატის სტატუსი, საქართველოს – ევროპული პერსპექტივა;ამასთან, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს, მას შემდეგ, რაც შეასრულებს ევროკომისიის განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს, ასევე მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისიამ 12 პრიორიტეტის შესრულების ვადად თავდაპირველად 2022 წლის დეკემბერი დაასახელა – მიუთითა, რომ ევროკომისია „მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტების განხორციელების პროცესში და გააკეთებს მოხსენებას 2022 წლის ბოლოსთვის“.

თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბრიუსელში საქართველოსთვის განსაზღვრული 12 კრიტერიუმის შესრულებაზე ანგარიშს 2023 წლის ოქტომბრისთვის მოამზადებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი