კომენტარი

„სერიოზულად როგორ უნდა აღიქვა“ — ვიოლა ფონ კრამონი კობახიძეზე

20 მაისი, 2022 • 1881
„სერიოზულად როგორ უნდა აღიქვა“ — ვიოლა ფონ კრამონი კობახიძეზე

“ვის შეუძლია ამ ხალხის სერიოზულად აღქმა? ძალიან სამწუხაროა ამის ყურება“, — ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს “კრიმინალების მფარველად” მოიხსენიებს და დასძენს, რომ მასზე სერიოზული განცხადების გაკეთება არ შეიძლება.

მანამდე ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებებს, რომელთა თანახმადაც “უცხოელების პატარა ჯგუფი”, მათ შორის, ვიოლა ფონ კრამონი, “პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში” და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ეს ხალხი „მოგვყიდოს როგორც თვით ევროპა, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის“.

წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი — ვიოლა ფონ კრამონი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი