კომენტარი

შეშფოთებული ვარ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ცნობებით – ჰარცელი

3 მაისი, 2022 • 2684
შეშფოთებული ვარ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ცნობებით – ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რაც  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვრცელდება.

მისი თქმით, სააკაშვილის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მე არ მაქვს პირველწყაროდან ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე არ ვარ ექიმი, რომ სწორად განვსაჯო, მაგრამ შეშფოთებული ვარ ინფორმაციით, რომელსაც ვიღებთ ანგარიშებიდან, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტების მოსაზრებებით მის მდგომარეობაზე.

ჩემთვის და ვეროკავშირისთვის მთავარია, რომ სააკაშვილის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.  ეს არაა პოლიტიკური არჩევნის საკითხი, არამედ ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.


სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საქართველოს მთავრობას მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაეყვანას სთხოვს.

ოჯახი სთავაზობს ხელისუფლებას, თუ ქართველ ექიმებს არ ენდობა, სასწრაფოდ ჩამოიყვანოს საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროების შესაფასებლად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი