“გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირებას, თავი დაანებეთ”, – ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კითხვას, რატომ არ მიდის ის უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების პანაშვიდებზე.
ღარიბაშვილი ოპონენტებს მოუწოდებს “ნუ შეეცდებან დივიდენდების მიღებას” გარდაცვლილი ადამიანების ტრაგედიებით, “რადგან ეს უზნეობაა”.
“მე სამძიმარს ვუცხადებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს, მინდა კიდევ ერთხელ გამოვახტო ჩემი გულისტკივილი, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ღირსეულად მომხდარიყო მათი დაკრძალვა, ჩამოსვნება და სამხედრო პატივით დაკრძალვა ისე როგორც შეეფერებოდა ყოფილ ოფიცრებსა და ვეტერანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის, საქართველოს დაცვისთვის წარმოებულ ომებში იღებდნენ მონაწილეობას’, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, არც ერთი ქვეყნის მთავრობა არ მოუწოდებს თავის მოქალაქეებს უკრაინაში წასვლისა და ბრძოლისაკენ. მისი თქმით, აშშ-ს, ბრტანეთის და საფრანგეთის ლიდერები, პირიქით, საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ სოლიდარობა სხვანაირად გამოხატონ, ჰუმანიტარული დახმარებით. პრემიერის თქმით, ისიც მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს აქ ჩამოსული უკრაინელების დახმარებით და ა.შ. გამოხატონ სოლიდარობა.
საქართველოში უკრაინიდან 3 მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენეს და დაკრძალეს. ხელისუფლებიდან დაკრძალვებს მხოლოდ თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდა.





