კომენტარისაზოგადოება

კობახიძის თქმით, წალენჯიხაშიც “ოცნება” იმარჯვებს

31 ოქტომბერი, 2021 • 2860
კობახიძის თქმით, წალენჯიხაშიც “ოცნება” იმარჯვებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკვე პრაქტიკულად დათვლილია ოლქების უმრავლესობა და „ქართული ოცნბა“ დამაჯერებლად იმარჯვებს.

კობახიძის თქმით, „ოცნება“ იმარჯვებს წალენჯიხაშიც, სადაც მისი განცხადებით, დათვლილია 18 უბნის მონაცემები და მათ კანდიდატს 50.7% აქვს.

კობახიძის თქმით, სხვა მუნიციპალიტეტში შედეგები ასე გამოიყურება:

“თბილისში დათვლილია 645 უბანი, 100 უბანია დაახლოებით დარჩენილი. კახა კალაძეს აქვს 55.6%, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ რამდენიმე ათეული ათასი ხმით აქვს მოგებული. თელავი, 42 უბანია დათვლილი, თითქმის დასრულებულია დათვლა, 57.6%, თელავშიც დამაჯერებელი გამარჯვება აქვს მოპოვებული ლევან ანდრიაშვილს. თიანეთი, 12 უბანია დათვლილი, აქაც მონაცემები პრაქტიკულად აღარ შეიცვლება, 59.1 პროცენტი აქვს ჩვენს კანდიდატს. რუსთავი, 50 უბანია დათვლილი, დაახლოებით 2/3 უბნების და შედეგი არის 53.6% აქაც პრაქტიკულად გამორიცხულია არსებითი ცვლილებები.

ქარელში 30 უბანია დათვლილი, თითქმის დასრულებულია დათვლა, 58.4%. ხაშურში ანალოგიურად 45 უბანია დათვლილი და 59%- ია ჩვენო კანდიდატის ხმები. ცაგერი- 38 უბანი, აქაც თითქმის დასრულებულია დათვლა, 64.3%, ბაღდათში დასრულებულია ასევე ხმების დათვლა, 31 უბანი- 60,6 %, წყალტუბო, 48 უბანია დათვლილი- 58%, აქაც რაიმე ცვლილება გამორიცხულია. ქუთაისი, 2 უბანია დარჩენილი, 122 უბანია დათვლილი,51,8% არის შედეგი, იოსებ ხახალეიშვილია გამარჯვებული. ოზურგეთი, 55 უბანია დათვლილი- 56,3%, ავთანდილ თალაკვაძეც არის გამარჯვებული, უკვე თამამად შეიძლება ითქვას. სენაკი, 15 უბანია დათვლილი, 56.3% აქვს ჩვენს კანდიდატს.

მარტვილი, 35 უბანია დათვლილი, თითქმის სრულდება, 52.9%, აქაც შედეგი გადაწყვეტილია. ხობი, 32 უბანია დათვლილი- 57.4%. ჩვენი კანდიდატი აქაც დამაჯერებლად იგებს, პრაქტიკულად უკვე მოგებული აქვს. ზუგდიდი, 96 უბანია დათვლილი, დარჩენილია 12 უბანი. შედეგია 52.1%, პრაქტიკულად აქაც შეუძლებელია რაიმე ცვლილება, გამარჯვებულია წოწერია. წალენჯიხაში 18 უბანია დათვლილი, 12 უბანია დარჩენილი, შედეგია 50.7%. ჩხოროწყუ, 22 უბანია დათვლილი – 53.6%. აქაც რაიმე არსებითი ცვლილება გამორიცხულია.

ფოთი, 33 უბანია დათვლილი, 57.3%, გამარჯვებულია ბექა ვაჭარაძეც ფოთში. ბათუმში 62 უბანია დათვლილი, ანუ 2/3, 52.2%, აქაც რაიმე ცვლილება გამორიცხულია და არჩილ ჩიქოვანმა გაიმარჯვა. ხელვაჩაურში 46 უბანია დათვლილი- 55.8%. თქვენ ხედავთ, რომ ქართული ოცნების გამარჯვება დამაჯერებელია და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდით ამომრჩეველს”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ოპოზიცია, ჯერჯერობით, მხოლოდ წალენჯიხის მერის არჩევნებში იმარჯვებს.

00:30 საათის მონაცემებით, წალენჯიხაში საარჩევნო უბნების 34.483%-ია დათვლილი. აღნიშნული შედეგებით, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, გიორგი ხარჩილავას, ხმათა 54.44% აქვს, “ქართული ოცნების” კანდიდატს, გოგა გულორდავას კი — 45.56%.

სხვაგან, მათ შორის, დიდ ქალაქებში, “ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ.

პირველ ტურში წალენჯიხის არჩევნებში ენმ-ის კანდიდატმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. მას ხმათა 39.682% ჰქონდა, “ქართული ოცნების” კანდიდატს — 38.23%, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგებელს, ხვიჩა მებონიას კი — 19.08%

მასალების გადაბეჭდვის წესი