კომენტარი

ჩიორა თაქთაქიშვილი ლგბტ თემზე: ყველა ჩვენგანის ვალია, ამ ადამიანებს გვერდში დავუდგეთ

17 მაისი, 2015 • • 1099
ჩიორა თაქთაქიშვილი ლგბტ თემზე: ყველა ჩვენგანის ვალია, ამ ადამიანებს გვერდში დავუდგეთ

“აბსოლუტურად დაუშვებლად მიმაჩნია თუნდაც ის ფორმატი, რომელშიც დღეს აქ ვართ, იმდენი პოლიციელია მობილიზებული… ეს ხდება იმიტომ, რომ 2 წლის განმავლობაში არ არიან დასჯილები ის ადამიანები, რომლებიც ძალადობისკენ მოუწოდებენ… კიდევ ერთი მომენტია, ჩვენ აქ, “მრგვალ ბაღში” მხოლოდ იმიტომ ვართ, რომ ადამიანებს არ ეძლევათ შესაძლებლობა მათი სურვილის მიხედვით, თუნდაც რუსთაველის გამზირზე დააფიქსირონ საკუთარი არსებობა. გამოვიდა, რომ ეს ტერიტორია დღეისათვის მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს ოკუპირებული”, – განაცხადა დეპუტატმა.


დღეს, 17 მაისს, თბილისში, მრგვალ ბაღში, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან  ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეკრებამ მშვიდად ჩაიარა, ადგილზე პოლიციას უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ქონდა მიღებული.


მასალების გადაბეჭდვის წესი