კომენტარი

როგორ აფასებენ მოქალაქეები 2014 წელს და რას ელიან 2015-ისგან (ვიდეო)

30 დეკემბერი, 2014 • 1035
როგორ აფასებენ მოქალაქეები 2014 წელს და რას ელიან 2015-ისგან (ვიდეო)

გამოკითხულთა ნაწილმა ნეტგაზეთთან საუბრისას  განაცხადა, რომ გასული წლისგან უფრო მეტს ელოდნენ, მათ ძირიდათად ყურადღება ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილეს:

 

“დოლარებში გვაქვს სესხები ბანკიდან და რომ მოიმატა, ძალიან იმოქმედა ჩვენს ბიუჯეტზე. შემოსავალი იმდენი არ გვაქვს, რამდენიც გასავალი,”– თქვა ნინო ლაბაძემ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო “ნეტგაზეთის” ქუჩის გამოკითხვაში.

 

“პენსიონერი  ვარ, 150 ლარზე ძალიან ჭირს ცხოვრება, საცოდავად 10 ლარი მოგვიმატეს და ისიც 1 წლის მერე, სექტემბრისთვისო. სირცხვილია უბრალოდ, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ჩვენს ხელისუფლებას უნდა შერცხვეს ამის, რომ ასეთ მდგომარეობაში ვყავართ პენსიონერები,”– თქვა პენსიონერმა ნინო წიქარიძემ.

 

რამდენიმე რესპონდენტმა 2014 წელს საკუთარ საქმიანობასა და მიღწევებზეც ისაუბრა:

 

“შევძელით ის, რომ ვაკის პარკში არ ავაშენებინეთ, ჯერჯერობით გადაუწყვეტელია, სასტუმრო აშენედება თუ არა, მაგრამ ამ წელიწადს, 1 წელიწადი გავიდა ზუსტად, რაც შევაჩერეთ მშენებლობა და მგონი ეს ძალიან დიდი წარმატებაა სამოქალაქო საზოგადოების თბილისში. ველი, საზოგადოებამ რომ დაინახოს, თავის ბინის გარეთ რა ხდება, ქალაქი რომ ჩვენია და მივხედოთ ჩვენს ქალაქს,”– განაცხადა მარიამ ბაქრაძემ, რომელიც პარტიზანული მებაღეობა თბილისის წარმოამდგენელია.

 

რესპონდენტების დიდი ნაწილი 2015 წელს იმედიანად უყურებს:

 

“მინდა, რომ მაქსიმალურად კარგად იყოს ყველაფერი, ეკონომიკური კრიზისიც მორჩეს და კარიერულ წინსვლასაც ველოდები,” – თქვა PR-ის სპეციალისტმა სოფო ქიტიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი