კომენტარი

ფაშიზმი, რუსეთი და უკრაინა

21 თებერვალი, 2014 • • 2334
ფაშიზმი, რუსეთი და უკრაინა

ბევრი მათგანი იყო პოლიტიკურად მემარცხენე, ზოგი მათგანი- რადიკალი. წლების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებისა და დაპირებების შემდეგ მათმა მთავრობამ, იანუკოვიჩის მეთაურობით, ბოლო მომენტში არ მოაწერა ხელი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.

 

როდესაც ნოემბრის ბოლოს პოლიციელებმა სცემეს სტუდენტები, ახალი ჯგუფი, ავღანელი ვეტერანები, მივიდნენ მეიდანზე. შუა ხნის მამაკაცები, ყოფილი სამხედროები და წითელი არმიის ოფიცრები, ბევრ მათგანს აქვს ნაიარევი და ჭრილობა სამხედრო ბრძოლებიდან. მივიდნენ “მათი შვილების“ დასაცავად, როგორც ისინი ამბობდნენ. ვეტერანები არ გულიხმობდნენ პირადად მათ ქალიშვილებს და ვაჟებს: ისინი იცავდნენ ახალგაზრდა თაობას და ქვეყნის ამაყ მომავალს. ავღანელი ვეტერანების მისვლის შემდეგ მეიდანზე მივიდა ათასობით სხვა, ამჯერად არა იმდენად ევროპული იდეის მხარდასაჭერად და დასაცავად, რამდენადაც საკუთარი ღირსების.

 

რას ნიშნავს მეიდანზე მისვლა? მოედანი მდებარეობს სამთავრობო შენობების ახლოს და არის პროტესტის მთავარი ადგილი. საინტერესოა, რომ სიტყვა maidan არსებობს უკრაინულ ენაში განსხვავებით რუსული ენისაგან, მაგრამ რუსულენოვანი მოსახლეობაც ამ სიტყვას ხმარობს, რათა გამოხატოს ამ სიტყვის სპეციფიკური დანიშნულება. ავთენტურად ეს სიტყვა მოდის არაბულიდან “მოედანი“- საჯარო სივრცე. მაგრამ maidan ახლა ნიშნავს უკრაინულად, რასაც ბერძნული სიტყვა აგორა ნიშნავს ინგლისურად: არა მხოლოდ სავაჭრო ადგილს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეხვდნენ ერთმანეთს, არამედ ადგილს, სადაც ისინი გამიზნულად ხვდებიან ერთმანეთს, იმ მიზნით, რომ ისაუბრონ და შექმნან პოლიტიკური საზოგადოება. პროტესტის დროს სიტყვა maidan იქცა საჯარო პოლიტიკაში მოქმედების სივრცედ, მაგალითად, ადამიანებს, რომლებიც იყენებენ მანქანებს, რომ ორგანიზება გაუკეთონ საჯარო აქტივობას და დაიცვან საკუთარი პროტესტანტები, ეძახიან “აუტომეიდნელებს“.

 

პროტესტანტები უკრაინელი მოქალაქეების ყველა ჯგუფიდან არიან: რუსულენოვანები და უკრაინულენოვანები (თუმცა ბევრი უკრაინელი ორივე ენაზე ლაპარაკობს), ადამიანები სოფლებიდან და ქალაქებიდან, ყველა პოლიტიკური პარტიების წევრები, ახალგაზრდები და ასაკოვანი ხალხი,  ქრისტიანები, მუსლიმები და იუდეველები. ყველა მთავარი ქრისტიანული მიმდინარეობა არის წარმოდგენილი მრევლისა და სასულიერო პირების სახით. ყირიმელი თათრები მწყობრად დადიან მეიდანზე, ებრაელი ლიდერები უჭერენ მხარს მოძრაობას. მეიდანის მრავალფეროვნება არის შთამბეჭდავი: საავადმყოფო, რომლის მონიტორინგსაც ახდენს ჯგუფი, რათა რეჟიმმა არ გაიტაცოს დაჭრილები, არიან ახალგაზრდა ფემინისტები. ცხელი ხაზი – სადაც პროტესტანტები რეკავენ საჭიროების შემთხვევაში – არის ორგანიზებული ლგბტ ჯგუფების მიერ.

 

16 იანვარს უკრაინის მთავრობა, იანუკოვიჩის მეთაურობით, შეეცადა, რომ დაესრულებინა უკრაინული სამოქალაქო საზოგადოება. საკანონმდებლო აქტები ნაჩქარევად იქნა მიღებული პროცედურების გარეშე, ამ კანონების საშუალებით სიტყვის თავისუფლება შეიზღუდა, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის საშუალება შესუსტდა, რაც უკრაინაში დიქტატურის დამყარების საფუძველს იძლეოდა და მაიდანის მონაწილეებს კანონმდებლობის მიხედვით რაცხავდა კრიმინალებად, და ასეთი იყო მილიონობით. ამის შემდეგ იანუკოვიჩმა დაკარგა მხარდაჭერა მის ძირითად პოლიტიკურ მხარდამჭერ სამხრეთშიც კი, რუსეთის საზღვრის მახლობლად.

 

რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე მშვიდობიანი აქციები და მოძალადე პოლიციის მხრიდან პროტესტანტების ცემა ბევრი უკრაინელისათვის საკმარისზე მეტი აღმოჩნდა. პროტესტანტთა ნაწილმა, და არა ყველა მემარჯვენე და რადიკალმა მემარჯვენე ჯგუფებმა, გადაწყვიტეს, რომ გაეწიათ წინააღმდეგობა პოლიციისათვის. მათ შორის იყვნენ ულტრამემარჯვენე პარტია svoboda-ს წევრები (Pravyi Sektor). ახალგაზრდა მამაკაცები, ზოგი მათგანი მემარჯვენე ჯგუფებიდან და ზოგი მათგანი სხვა ჯგუფებიდან, ცდილობდნენ ძალით აეღოთ საჯარო სივრცეები კონტროლირებული პოლიციელების მიერ. ახალგაზრდა ებრაელმა ჩამოაყალიბა საკუთარი საბრძოლო ჯგუფი – სოტნია – რათა ებრძოლა ძალაუფლების მქონეთა წინააღმდეგ.

 

თუმცა იანუკოვიჩმა გააუქმა დიქტატორული კანონების უმეტესობა, რეჟიმის მიერ ნოემბერში დაწყებული უკანონო ძალადობა გაგრძელდა თებერვალშიც. ოპოზიციის წევრებს ესროდნენ და კლავდნენ, ან იყინებოდნენ, სხვებს აწამებდნენ და ტოვებდნენ ტყეში, რომ დახოცილიყვნენ.

ვალერი კლიჩკო მაიდანზე, ფოტო: Valery Sharifulin/ITAR-TASS
ვალერი კლიჩკო მაიდანზე, ფოტო: Valery Sharifulin/ITAR-TASS

 

თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში იანუკოვიჩის რეჟიმი ფიქრობდა, რომ აღადგენდა წესრიგს ახალი კანონმდებლობით და ბიუროკრატიით. 18 თებერვალს დაანონსებული პარლამენტის სხდომა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მოულოდნელად გაუქმდა. 

 

ნაცვლად ამისა, მთავრობამ გააგზავნა ათასობით პოლიციელი კიევში პროტესტანტების წინააღმდეგ. ასობით ადამიანი დაიჭრა და დაშავდა რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით.

 

პროტესტის მომავალს გადაწყვეტენ უკრაინელები. და იმედი ვიქონიოთ, რომ ერთ დღესაც უკრაინელები გახდებიან ევროკავშირის წევრები, უკრაინელთათვის ეს ნიშნავს კანონის უზენაესობას, სამართლიანობას და კორუფციის დასასრულს, სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს, თავისუფალ ბაზარს, პრეზიდენტის მიერ კონტროლირებული დაშინებული ბაზრის ნაცვლად.

 

პროტესტი დიდად იყო გამოწვეული ახალი პროექტის მიერ, რომელსაც ევრაზიის კავშირს უწოდებენ და ინიცირებულია მოსკოვში. ეს არის საერთაშორისო სავაჭრო და პოლიტიკური კავშირი, რომელიც დღეს არ არსებობს, მაგრამ დაარსდება 2015 წლის იანვრიდან. ევრაზიული კავშირი, განსხვავებით ევროკავშირისგან, არ ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს ყველა წევრ სახელმწიფოს შორის, კანონის უზენაესობას, ან ადამიანის უფლებებს.

 

პირიქით, ის არის იერარქიული ორგანიზაცია, რომლის ბუნებაც, როგორც ჩანს, არ აღიარებს წევრი ქვეყნების დემოკრატიულობას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. ევრაზიის კავშირში შემავალი ყველა დემოკრატია აღმოჩნდება “პუტინის სამართლის“ წინაშე. პუტინს სურს უკრაინა მის ევრაზიის კავშირში, რაც ნიშნავს, რომ უკრაინა უნდა იყოს ავტორიტარული, რაც ნიშნავს, რომ მაიდანი უნდა დაინგრეს.

 

დიქტატურული კანონები ცალსახად დაფუძნებული იყო რუსულ მოდელზე და შეთავაზებული იყო უკრაინელი კანონმდებლებისათვის, იმათ მხრიდან, ვისაც ახლო კავშირი აქვს მოსკოვთან. სანამ ამ კანონებს წარმოადგენდნენ, პუტინმა უკრაინას შეთავაზა დიდი სესხი და დაპირდა რუსული გაზის ფასის შემცირებას. მაგრამ იანვარში ამის შედეგი არ ყოფილა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელთა კაპიტულაცია. მაიდანზე მდგომა ხალხმა დაიცვა თავისი თავი და პროტესტი გაგრძელდა. ეს სადამდე მივა, რთული გამოსაცნობია, მხოლოდ კრემლი გამოხატავს ღიად, ეს ყველაფერი რას ნიშანვს.

 

რუსული პროპაგანდა და მათი მეგობრები უკრაინაში გვეუბნებიან, რომ პროტესტი მეიდანზე არის ნაციონალური სოციალიზმის დაბრუნება ევროპაში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასწავლის გერმანელებს, რომ ისინი მხარს უჭერენ ადამიანებს, ვინც ჰიტლერს ადიდებს. რუსული მედია ბრალს სდებს, რომ უკრაინელი პროტესტანტები არიან ნაცისტები. ბუნებრივია, ყურადღებით უნდა ვიყოთ რადიკალი მემარჯვენე პოლიტიკოსების მიმართ უკრაინის პოლიტიკასა და ისტორიაში. ეს არის სერიოზული საკითხი, თუმცა, ნაკლებად მნიშვნელოვანი და ძლიერი, ვიდრე რადიკალი მემარჯვენეები არიან დღეს საფრანგეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში. ახლა უკრაინული რეჟიმი და არა მათი მოწინააღმდეგეები ახდენენ ანტისემიტიზმის წარმოჩენას, როცა საკუთარ პოლიციელებს უბიძგებენ დაარბიონ პროტესტანტები, რომელთა შორის ებრაელებიც არიან. სხვა სიტყვებით უკრაინის მთავრობა ამბობს: ოპონენტები არიან ებრაელები და ჩვენი ოპონენტები არიან ნაცისტები.

 

უცნაური მოსკოვის მტკიცებაში არის ის პოლიტიკური იდეოლოგია, რასაც ქმნიან. ევრაზიული კავშირი არის ევროკავშირის მტერი არა მხოლოდ სტრატეგიულად, არამედ იდეოლოგიურად. ევროკავშირი ეფუძნება ისტორიიდან მიღებულ გაკვეთილს: ომები მეოცე საუკუნეში იყო დაფუძნებული მცდარ და საშიშ იდეებზე, ნაციონალური სოციალიზმი და სტალინიზმი უარყოფილ უნდა იქნას და დაძლეულ იქნას სისტემით, რომელიც ეფუძნება თავისუფალ ბაზარს, ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს. ევრაზიის კავშირი ამის საწინააღმდეგოა, ის წარმოადგენს ლიბერალური დემოკრატიის კონტრასტს.


ევრაზიული იდეოლოგია იღებს და წარმოადგენს სრულიად განსხვავებულ გაკვეთილებს მეოცე საუკუნიდან, დაფუძნებულია დაახლოებით 2001 წელს რუსი პოლიტიკის მეცნიერის დუგინს მიერ, მისი მიზანია ნაციონალური ბოლშევიზმის რეალიზაცია, იმის ნაცვლად, რომ უარყოს ტოტალიტარული იდეოლოგიები, ევრაზიონიზმი პოლიტიკოსებს მოუწოდებს გამოიყენონ ყველაფერი ოცდამეერთე საუკუნეში, რაც სასარგებლო შეიძლება იყოს ამ ახალი იდეოლოგიისთვის ფაშიზმისა და სტალინიზმისგან. დუგინის ძირითადი ნაშრომი “გეოპოლიტიკის საფუძვლები“ (გამოცემული 1997 წელს, ახლოსაა კარლ შმიდტის იდეებთან, რომელიც ნაცისტური პოლიტიკური თეორიის ლიდერი იყო). ევროზიანიზმი არის არა მხოლოდ იდეოლოგიური რესურსი ევრაზიის კავშირის, ის არის ასევე კრედო პუტინის ადმინისტრაციაში მყოფი ადამიანების და  რუსეთში არსებული ახალგაზრდული რადიკალი მემარჯვენე აქტივისტების. წლების განმავლობაში დუგინი ღიად უჭერდა მხარს უკრაინის კოლონიზაციის იდეას. 

 

მთავარი მოთამაშე ევრაზიისა და უკრაინის პოლიტიკისა კრემლში სერგეი გლაზიევია, ეკონომისტი, რომელსაც სურს შეათანხმოს დუგინის რადიკალურ-ნაციონალისტური ხედვა ბოლშევიზმის ნოსტალგიასთან. ის იყო კომუნისტური პარტიის წევრი და კომუნისტური პარტიის დეპუტატი პარლამენტში, ულტრამემარჯვენე პარტიის  “როდინას“ (სამშობლო) დაარსებამდე. 2005 წელს რამდენიმე დეპუტატმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც რუსულ პროკურატურას თხოვდა აეკრძალათ ყველა ებრაული ორგანიზაცია რუსეთში.

 

მოგვიანებით პარტია სამშობლოს აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რადგან მათი რეკლამა აღვივებდა რასისტულ შუღლს. კერძოდ, პოლიტიკურ რეკლამაში შავკანიანი მოსახლეობა ჭამდა სასაზმთროს და კურკებს ყრიდა მიწაზე, შემდეგ კი რეკლამა მოუწოდებდა რუსებს, რომ გაეწმინდათ ქალაქები. გლაზიევის წიგნი “გენოციდი: რუსეთი და ახალიმსოფლიო წესრიგი“ ამტკიცებს, რომ “ახალი მსოფლიო წესრიგის“ საშინელი წარმომადგენლები გაერთიანდნენ რუსეთის წინააღმდეგ 1990-იან წლებში და შეიმუშავეს ეკონომიკური პოლიტიკა, რათა მოეხდინათ რუსების “გენოციდი“. ეს წიგნი გამოცემულ იქნა ინგლისურ ენაზე ლინდონ ლაროშის მიერ ჟურნალში Executive Intelligence Review, მისივე წინასიტყვაობით. დღეს ეს ჟურნალი კრემლის პროპაგანდას წარმოადგენს, მსოფლიოში ავრცელებს ინფორაციას, რომ უკრაინელი პროტესტანტები არინ ნაცისტები და დაიწყეს სამოქალაქო ომი.

 

ევრაზიული კავშირის პოპულისტური მედია ახლა დიმიტრი კისელიოვის ხელშია, რომელიც მასპიძლობს ყველაზე პუპულარულ სატელევიზიო შოუს რუსეთში, დეკემბრის შემდეგ კი დირექტორია სახელმწიფოს მიერ მართული მედიაკონგლომერატის, რომლის მიზანიცაა საზოგადოებრივი განწყობების ფორმირება რუსეთში. ეს მედია ყველაზე მეტად ცნობილია იმით, რომ მიიჩნევს – გეიების გული, რომლებიც ავტოავარიაში ხვდებიან, უნდა ამოჭრილ იქნას მათი სხეულიდან და უნდა დაიწვას. კისელიოვმა აიღო პუტინის კამპანია გეიების უფლებების წინააღმდეგ და მათი ტრანსფორმირება მოახდინა, როგორც იარაღი ევროკავშირის წინააღდეგ. ამდენად, როცა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც გეია, იმყოფებოდა კიევში დეკემბერში, და შეხვდა ვიტალი კლიჩკოს, მძიმეწონოსან მსოფლიო ჩემპიონს და ოპოზიციური პარტიის ლიდერს, კისელიოვმა კლიჩკო წარმოადგინა როგორც გეიების სიმბოლო. რუსეთის საგარეო მინისტრის თანახმად, სექსუალობის პოლიტიკა უნდა იყოს იარაღი ევროკავშირის დეკადანსისათვის.

 

იგივე სტრატეგიას მიყვებოდა იანუკოვიჩი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ევროკავშირთან ახლო ურთიერთობის ფასი იქნებოდა გეიქორწინების დაკანონება უკრაინაში, რაც სრული სიცრუეა. კისელიოვი არის საკმაოდ გახსნილი რუსეთის მედიასტრატეგიაზე მეიდანთან დაკავშირებით. ის ამბობს, “რომ გამოყენებული უნდა იქნეს კორექტული პოლიტიკური ტექნოლოგია“, შემდეგ “მიყვანილ იქნას ცხელ წერტილზე“ და “წარმოდგენილი იქნას ტელევიზიების და ინტერნეტის მომაჯადოებელ ეკრანზე“.

 

რატომ შეუძლიათ ზუსტად ამ ადამიანებს უწოდონ სხვებს ფაშისტები? და რატომ შეიძლება ვინმემ დასავლეთის მემარცხენე მხრიდან ეს მიიჩნიოს სერიოზულად? ერთი ხაზი ამ მიზეზებისა შეიძლება ასეთი იყოს: რუსებმა მოიგეს მეორე მსოფლიო ომი და ამიტომ შეიძლება დავუჯეროთ, რომ მათ სურთ ნაციზმის შეჩერება. ბევრი რამეა ამ დებულებაში მცდარი. მეორე მსოფლიო ომის აღმოსავლეთ ბრძოლების დიდი ნაწილი მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირის იმ ტერიტორიაზე, რომელიც იყო საბჭოთა უკრაინის და საბჭოთა ბელორუსის ნაწილი და არა საბჭოთა რუსეთის. მხოლოდ 5 პროცენტი იყო საბჭოთა რუსეთის ოკუპირებული გერმანელების მიერ. ებრაელების გარდა, რომლებიც იყვნენ ყველაზე დიდი მსხვერპლი ნაცისტების პოლიტიკის, პროპორციულად მეტი მსხვერპლი გაიღეს უკრაინელებმა და ბელორუსებმა და არა რუსებმა. მეორე მსოფლიო ომში არ იბრძოდა რუსული არმია, იბრძოდა საბჭოთა კავშირის წითელი არმია, სადაც არაპროპორციულად დიდი იყო უკრაინელების რაოდენობა. ამასთან, იყო ბევრი დანაკარგი ადგილობრივი უკრაინელების. სამხედრო ჯგუფს, რომელმაც გაათავისუფლა აუსშვიცი, ეწოდებოდა პირველი უკრაინული ფრონტი.

 

მეორე წყარო, რომელიც მიზნად ისახავს ევრაზიული მორალის ლეგიტიმაციას, სავარაუდოდ შემდეგია: გამომდინარე იქიდან, რომ პუტინის რეჟიმის წარმომადგენლები მხოლოდ სელექციურად დისტანცირდებოდნენ სტალინიზმისგან, ამიტომ ისინი არიან საიმედო გამგრძელებლები საბჭოთა ისტორიის და ავტომატურად ისინი შეიძლება აღქმული იყვნენ, როგორც ნაციზმთან დაპირისპირებულები, და ამიტომ შეიძლება მათ დავუჯეროთ, რომ ებრძვიან ულტრამემარჯვენეებს.

 

კიდევ ერთხელ, ბევრი რამაა მცდარი ამ ხედვაში. მეორე მსოფლიო ომი დაიწყო ჰიტლერსა და სტალინს შორის ალიანსით 1939 წელს. ის დასრულდა იმით, რომ საბჭოთა კავშირმა უკან დააბრუნა გადარჩენილი ებრაელები პოლონეთი-რუსეთის საზღვარზე. ისრაელის სახელმწიფოს დაფუძნების შემდეგ სტალინმა დაიწყო საბჭოთა კავშირში მცხოვრები ებრაელების ასოცირება მსოფლიო კაპიტალისტურ შეთქმულებასთან, და დაიწყო მათი დაკავების კამპანია, დეპორტაცია და ებრაელი მწერლების მკვლელობები. მის გარდაცვალებამდე, 1953 წელს, იგი ემზადებოდა ებრაელების წინააღმდეგ დიდი კამპანიისათვის.

 

სტალინის სიკვდილის შემდეგ კომუნიზმმა მიიღო უფრო და უფრო მეტი ეთნიკური მრავალფეროვნება იმ ხალხის სახით, ვისაც სურდა გამოცოცხლება და ამტკიცებდა, რომ ჩაგრული იყვნენ ებრაელების მიერ. ეთნიკური წმენდა კომუნისტების ლეგიტიმურობის და ნაციონალური ბოლშევიზმის გარანტი იყო , რომელიც დღეს არის საფუძველი ევრაზიონიზმის იდეოლოგიის. პუტინი აღმერთებს ფილოსოფოს ივან ილინს, ვისაც სურდა, რომ რუსეთი ყოფილიყო ნაციონალისტური დიქტატურა.

 

რას ნიშნავს, როცა მგელი ყვირის მგელზე?  ცხადია, პროპაგანდისტებს მოსკოვში და კიევში ჩვენ მივაჩნივართ სულელებად, რაც გარკვეულწილად მართალია.

 

უფრო ნათლად, რასაც ეს კამპანია ცდილობს, ისაა, რომ შეამციროს სოციალური დაძაბულობა ქვეყანაში წარსულის სიმბოლოების გამოყენებით. უკრაინა არ არის თეატრი ისტორიული პოპაგანდისთვის, სხვები ფიქრობენ, რა შეიძლება წაიშალოს უკრაინის ისტორიიდან. რეალურად უკრაინა არის დიდი ევროპული ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც აქვთ მნიშვნელოვანი კულტურული და ეკონომიკური კავშირები ევროკავშირთანაც და რუსეთთანაც, ეს ნიშნავს, რომ უკრაინას ჭირდება ნორმალური საჯარო დებატები და საპარლამენტო დემოკრატიის აღდგენა, სამუშაო ურთიერთობები ორივე მეზობელთან. უკრაინა სავსეა რთული და ამბიციური ადამიანებით. თუ დასავლეთში ადამიანები დაიწყებენ მსჯელობას, არიან თუ არა უკრაინელები ნაცისტები, მაშინ ისინი სავარაუდოდ გამოტოვებენ დღევანდელი კრიზისის მთავარ საკითხს.

 

ფაქტობრივად, უკრაინელები ებრძვიან დღეს ორ რამეს, სიმდიდრის და შეიარაღებული ძალების კონცენტრაციას იანუკოვიჩის და მისი ახლო მოკავშირეების ხელში. პროტესტანტები შეიძლება განხილულ იქნენ, როგორც ამერიკელების მიერ წახალისებული, როგორც მემარჯვენე, ასევე, მემარცხენე ფრთა, მაგრამ უკრაინელები მსხვერპლად წირავენ თავის თავს, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები. შესაძლოა, ამით რაიმე დასკვენები გააკეთონ ევროსკეპტიკოსებმა ლონდონში ან სხვაგან? ეს არის საჭირო დიალოგი, რომელიც არ გვაქვს.

 

ჰოლოკოსტის ისტორია არის ნაწილი ჩვენი საკუთარი საჯარო დისკუსიის, ჩვენი აგორის ან ჩვენი მაიდანის. დღევანდელი რუსეთის მცდელობა, რომ მანიპულაცია მოახდინოს ჩვენი მეხსიერებისა ჰოლოკოსტზე, არის მყვირალა და ცინიკური მათი მხრიდან.  ვინც ამით მოტყუვდება და გასულელდება დღეს, თავის თავს კითხავენ მომავალში, როგორ ეთანხმებოდნენ ამას. თუ ფაშისტები არიან გახვეული ანტიფაშისტების ტყავში (ფაშისტებში იგულისხმება პუტინი და ევრაზიონიზმის იდეოლოგია. მთარგმნელის შენიშვნა), ჰოლოკოსტის მეხსიერება თავისთავად შეიცვლება. მომავალში უფრო გართულდება, რომ მოხდეს ჰოლოკოსტზე რეფერირება ნებისმიერი კარგი მიზნით, როგორც მხოლოდ ებრაელთა ისტორიის, ასევე, ზოგადად ადამიანის უფლებების ისტორიის ჭრილში.

 

ორიგინალი სტატია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი