კომენტარი

ევროკომისარი: ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველო საგარეო ზეწოლის პირისპირ აღმოჩნდება

20 თებერვალი, 2014 • • 938
ევროკომისარი: ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველო საგარეო ზეწოლის პირისპირ აღმოჩნდება

“მინდა დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირი ფხიზლად იდგება საქრთველოს ინტერესების დასაცავად და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას”, – განაცხადა ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში.

მან იმ სარგებლის შესახებ ისაუბრა, რომელსაც, მისი თქმით, საქართველო ევოკავშირთან ასოცირებით მიიღებს, როგორც ეკონომიკური, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით:

“მე მინდა გაგიზიაროთ ის, თუ რამდენად მომწონს თქვენი ქვეყანა: ეს არის შესანიშნავი ქვეყანა, შესანიშნავი ღვინო გაქვთ, შესანიშნავი სამზარეულო გაქვთ, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – გყავთ შესანიშნავი ადამიანები. მე მქონდა საშუალება, რომ დღეს შევხვედროდი ბიზნესის და მთავრობის წარმომადგენლებს და მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა შეგხვდეთ თქვენ, სამოქალაქო საზოადგოებისა და აკადემიური წრეების წევრებს. თქვენ ჩემთვის ხართ ქართული საზოგადოების ხმა.

 

მას შემდეგ, რაც 1991 წელს საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, მართლაც დიდი გზა გამოიარა ამ ქვეყანამ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ძლისხმევა გაიღო, რათა მიახლოვებოდა ევროგაერთიანებას. ამ ყველაფრის შედეგად ახლა საქართველო იმყოფება იმ ეტაპზე, როდესაც ახალი ერა იწყება ჩვენს ურთიერთობებში. 3–წლიანი პროცესის თავზე საქართველომ და ევროგაერთიანებამ მოახდინეს ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. მე მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით ნახევარ წელიწადში, ანუ ამ ზაფხულს დაგეგმილია ამ ხელშეკრულებების ხელმოწერა. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებებთან ერთად ქვეყანა მიიღებს ძალიან დიდ სარგებელს. მოხდება მნიშვენლოვანი ლიბერლაიზაცია იმპორტის გადასახადების, რაც ქართულ პროდუქციას საშუალებას მისცემს, რომ უკეთ შეაღწიოს ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე დიდია. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება ხელს შეუწყობს საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 12 პროცენტით გაზრდას და საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზრდება. იმპორტი გაიზრდება 8 პროცენტით. გარდა ამისა, ეს ასევე ხელს შეუწყობს ევროპული და სხვა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში და ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკის გარკვეულ სექტორებში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ძალიან მნიშვნელოვანია სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოება და ზოგადად, ეს ხელშეკრულება გააუმჯობესებს მიმდინარე ანგარიშების ბალანსს და ქვეყნის მშპ გაიზრდება 4 ან 4,5 პროცენტით, თუ, რა თქმა უნდა, რეფორმები წარმატებით განხორციელდება”, – განაცხადა ოტინგერმა და დასძინა, რომ მთლიანობაში ამ ხელშეკრულებების განხორციელება ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ეს პროცესები ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას.

 

მისივე თქმით, ევროკავშირი ხელს შეუწყობს საქართველოს შესაბამისი რეფორმების განხორციელებაში, როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით.

 

600
450

მასალების გადაბეჭდვის წესი