კომენტარი

ნიველირება – ორთა ერთობლივი მახე ქვეყნისთვის!

24 ნოემბერი, 2013 •
ნიველირება – ორთა ერთობლივი მახე ქვეყნისთვის!

პრემიერი და პატრიარქი
პრემიერი და პატრიარქი

 ეს ცნობილი სუნი დღეს მთელ საქართველოს მოედო! 

 

მიწას რომ არ მოვწყდე და ვირტუალურმა ამაოებამ რომ არ დამახრჩოს, ცალი თვალი საჩემო წიგნისკენ მიჭირავს: “Introduktion to the Science of Religion”… ავტორი აქ, სხვათა შორის, აღნიშნავს, რომ ‘ვისაც ლიბერალური აღზრდა მიუღია, ის ძველ სამშობლოსაც კი გრძნობსო…’ ორიენტალური, ინდოგერმანული დედა-ფესვის ძიებაშია…

 

რატომ დამჭირდა ეს ციტატა? ავტორი ლიბერალური აღზრდის პატრიოტულ არსზე საუბრობს. რასაკვირველია, რელიგიური აღზრდის საპირისპიროდ. წელი – 1873, ქვეყანა – ინგლისი. ავტორი – გერმანული წარმოშობის ოქსფორდელი პროფესორი, კომპარატისტული ენათმეცნიერებისა და რელიგიათმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი და მამა, დამაარსებელი 50 – ტომიანი სერიიისა.

 

 

…დღეს საქართველოში პირიქითაა, პირიქით ჰგონიათ თუ აანონსებენ: რელიგია ეროვნული ფესვის და იდენტობის სინონიმად იქცა, უფრო სწორად, რელიგიის წანაწყვეტი ანუ “მართლმადიდებლობა”. სრული ტყუილი: ამ ნიშის ქვეშ ეროვნულობაც იკარგება, ფესვიც და ადამიანური საქციელიც. საქმენი სახეზეა. თავისთავად ცხადია, რომ ზოგადად ქრისტიანობა, როგორც სრულყოფილების  იდეა (“იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს!“) საერთოდ შარშანდელი თოვლივით გაქრა.

 

ვინაა პატრიარქი ბოლოს და ბოლოს, ჩვენი მოსე 94 % -იანი რეიტინგით? 

სულ არ მწადია მისი ლანძღვა, პირიქით, უამრავი სიკეთე მახსოვს პირადად მისგან, მაგრამ ქვეყნისთვის მისი ღვაწლი იმის საპირისპიროა, რასაც თვითონ ფიქრობს.

 

Also, er ist  ein Bauernfänger im Gewande Gottes! 

 

ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მან გაუმზადა გზა, ანუ ‘ქართული ოცნების’ რეალიზაცია.

გლეხების დაბოლების(‘გლეხს’ არ ვერჩი თვისთავად, ვაკელ ამომრჩეველზე მეტი გლეხი, აბა, ვინღაა?!) მეთოდი მისგან ბრწყინვალედ გადმოიღო ბ. ივანიშვილმა.

 

ვინც რაიმე სიკეთეს მოელის ამ პოლიტიკურ-რელიგიური ალიანსისგან, ჩანს, მას ეშმაკისთვისაც კი  გაუსწრია! თუ ნაციონალები უშუალოდ  პატრიარქს ეკუდქიცინებოდნენ, ოცნებიანელები  უფრო ბნელ ფრთას –  იობ-იაკობებს და სიკინჭილაშილებს მიუცუცქდნენ! :)

 

რა ისწავლა პირადად ივანიშვილმა საპატრიარქოსგან?

 

არაფრით გამორჩეული, უნიჭო სუბიექტების აღზევება და მათთვის ქვეყნის ბედის გადაბარება!

 

რატომ?

 

ნიჭიერება საფრთხისშემცველია, ბუნებით თავისუფალია და ავტორიტეტს არ ცნობს!

ზელიმხან უძილაური
ზელიმხან უძილაური

 

მათი ერთობლივი ‘მოღვაწეობის’ შედეგი? – ქვეყნის ნიველირება, გაუფერულება, გაუსახურება და მსგავსი.

 

ნიველირებიდან ანულირებმადე კი ერთი ნაბიჯია.

 

აი, საითკენ მიყავს ქვეყანა ივანიშვილ-შიოლაშვილის დუეტს!

 

საკითხავია, რათა  2 მთავარი….?!

 

ჯოჯოხეთს 1 ეშმაკთმთავარი ჰყოლია და ისაც კი სამოქალაქო სექტორში გადაბარგებულა თურმე! :)

მასალების გადაბეჭდვის წესი