გადამზიდავი კომპანიების მენეჯერები აცხადებენ, რომ თქვენი ბრძანების შედეგად იძულებული გახდნენ ბაზარი დაეტოვებინათ. რას ემსახურება თქვენი გადაწყვეტილება?

 

ჩვენი ამოცანა არის ერთდროულად ორი რაღაცის გაკეთება: პირველი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავუშვათ, რომ  ამ სფეროში იყოს ქაოსი. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, ხელი შეეწყოს ბიზნესის განვითარებას. ამ სფეროში იყო სერიოზული ხელოვნური მონოპოლია შექმნილი თავის დროზე. ჩვენი ამოცანაა, რომ მოვაწესრიგოთ სიტუაცია კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმებით. ამავე დროს გასაგებია, რომ არ შეიძლება, თუკი ფირმას არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, იყოს ბაზარზე, რადგან ის უბრალოდ ვერ უზრუნველყოფს გამართულად მუშაობას. ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცა ბრძანება 2010 წელს, რომელიც ითვალისწინებს, რომ  მას შეუძლია გარკვეული ტიპის რეგულაციები დააწესოს. 2013 წლის დასაწყისში ჩვენ შევიტანეთ ცვლილება და განისაზღვრა ჩამონათვალი, რა პირობას უნდა ახორციელებდეს კომპანია, რომ განახორციელოს გადაზიდვები.   

 

დღეს ადგილობრივ ბაზრზე კომერციული ტვირთების გადაზიდვას მხოლოდ „საქართველოს ფოსტა“ ახორციელებს. ამ ფაქტს  თავად მისი წარმომადგენლებიც ადასტურებენ. გადამზიდავები კი აცხადებენ, რომ თქვენ, 30–ე ბრძანებით, ფოსტის მონოპოლია დააკანონეთ.  

 

დღეს საქართველოში რამდენიმე კომპანია მუშაობს. მათ შორის არიან კომპანიები, რომლებიც მუშაობენ შეერთებულ შტატების მიმართულებით.


დაასახელეთ ეს კომპანიები…

 

ფირმებს არ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება ჩამითვალოს რეკლამად ამ კომპანიების. დღეს საუბარი იმაზე, რომ არის მონოპოლისტი, არ არის სწორი. რაც შეეხება ტექნიკურად, პროგრამების გატესტვის რეჟიმი მიმდინარეობს, თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არის სერიოზული პრობლემები ამ მიმართულებით, ვინაიდან ეს პროგრამები არ არის სრულყოფილი და არ იძლევა რისკების მინიმიზაციის შესაძლებლობას. ჩვენ ვმუშაობთ. მათ შორის ჩართულია საგადასახადო ომბუდსმენი ამ საკითხის მოგვარებაში. ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია არის დაინტერესებული, ჩვენ მუშაობისათვის ვართ ყველასთვის ღია და მზად ვართ გავიზიაროთ მათი შეხედულებები. მნიშვნელოვანია, რომ არ დავუშვათ ქაოსი. იყოს მოწესრიგებული გადაზიდვების თემა, ვინაიდან აქ არის ბევრი რისკი. ხელოვნურად ხელს არავის შევუშლით, ვცდილობთ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ადამიანებს. რათა ბიზნესი ჰქონდეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ შეიძლება გაკეთდეს ფისკალური წესრიგის ხარჯზე.

 

რა ვადებში შეიძლება დაიტესტოს მათი პროგრამა, უსასრულოდ ხომ ვერ დაელოდებიან. თქვენს ბრძანებაში დატესტვის რეჟიმის ვადები მითითებული არ არის.

 

ეს არის ტექნოლოგიური პროცესი, შესაძლებელია ისეთი რამე ამოვარდეს ამ პროგრამაში, რომელმაც თავდაყირა დააყენოს ყველაფერი. მათ შორის, აღრიცხვინობა. ჩვენი მოწადინება არის ის, რომ ამ მიმართულებით წესრიგი იყოს ქვეყანაში.

 

რა ვადებში დაბრუნდებიან გადამზიდავები ბაზარზე?

 

არ ვიცი. რიცხვი არ მახსოვს, მაგრამ ეს ნამდვილად იყო თებერვალი, დაახლოებით 5 კვირის წინ, როცა პირველად ამის შესახებ გაჟღერდა ტელეეთერით. მე მაშინ მივედი პირდაპირ ეთერში ტელოკომპანია „კავკასიში“. ვთხოვე ამ ადამიანებს, რომ დარჩენილიყვნენ, მათ ვუთხარი, რომ ტვირთები, რომლებიც ჰქონდათ გზაში, ეს ტვირთები  განბაჟდებოდა ძველი წესით. ვთხოვე ასევე, რომ ვიდრე არ მოაგვარებდნენ ამ პრობლემას, აღარ შემოეტანათ ტვირთები, რათა არ შექმნილიყო პრობლემა. მიუხედავად ჩემი თხოვნისა, ეს კომპანიები აგრძელებდნენ ტვირთების შემოტანას. ჩვენ სულგრძელად ვცდილობდით, რომ ეს პრობლემები მოგვევგვარებინა. არ შეიძლება ეს გაგრძელდეს  უსასრულოდ. ქვეყანაში არსებობს წესი, კანონი და უკვე გავიდა ორი თვე მას შემდეგ, რაც მინისტრმა ეს ბრძანება გამოვეცი, ორი თვის განმავლობაში, მინდა გითხრათ, რომ რეალური წინსვლა კომპანიების მხრიდან არ ყოფილა. არის მუდმივი შანტაჟის მცდელობა.

 

რატომ ჭიანურდება გადამზიდავების პროგრამების დატესტვის პროცესი? „სტარ გრუპის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისი პროგრამა სამი კვირაა, რაც იტესტება.

 

ჭიანურდება იმიტომ, რომ ეს პროგრამები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც ამ პროგრამების მიმართ არის წარდგენილი. ჩვენ ვმუშაობთ სრულყოფის მიმართულებითაც, რომ დავეხმაროთ ამ კომპანიას. ტექნიკური დეტალების შესახებ სამსახურები მუშაობენ და ჩვენ კიდევ ერთხელ მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ ამ ადამინებს, ამან არ შეიძლება გამოიწვიოს ფისკალური პრობლემები.   

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *