კომენტარი

დებატები პარლამენტში – დეპუტატების შეფასებები

6 თებერვალი, 2013 • • 984
დებატები პარლამენტში – დეპუტატების შეფასებები

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის მძევალია:

 

“მე ძალიან ვწუხვარ, რომ უმრავლესობის ბევრი წევრი დღეს არის მძევალი იგივე ბატონი ივანიშვილის კურსისა, მისი, ასე ვთქვათ, დატუქსვისა რამდენერჯმე და ისინი ვერ გამოხატავენ დამოუკიდებლად და თავისუფლად იმ პოზიციას, რაშიც აშკარად გვეთანხმებიან. ამიტომაც დიამეტრალურად განსხვავებული და კონტრასტული დებატები იყო. ბუნებრივია, აქ კონსესუსი, ალბათ, მსმენელმა ვერ დაინახა და ვერც დაინახავდა”.

 

თავის მხრივ, პრეზიდენტის ტყვეობაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი:

 

“ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, უმცირესობის ის წარმომადგენლებიც კი, რომლებიც თავის დროზე აქტიურობდნენ საქართველოში, მათ აქვთ პოლიტიკური წარსული, ღირსეული პოლიტიკური წარსული, იმდენად არიან სააკაშვილის ტყვეობაში, რომ მათ ვერ გაბედეს დღეს საკუთარი აზრების გამოთქმა. ინდივიდუალურია პასუხისმგებლობა თითოეული დეპუტატის, როგორც უმრავლესობის მხრიდან, ისე – უმცირესობის.”

 

შეგახსენებთ, რომ საკონსტუტიციო ცვლილებებისთვის კენჭისყრა პარლამენტმა რამდენიმე დღით გადადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი