კომენტარი

დასავლეთი თავად გვიხმობს, ჩვენ კი ზურგით ვტრიალდებით და სულ სხვაგან მივდივართ

26 დეკემბერი, 2012 • 1589
დასავლეთი თავად  გვიხმობს,  ჩვენ კი  ზურგით ვტრიალდებით და სულ სხვაგან მივდივართ

ასევე გაუგებარია, რა მიზეზი ან საბაბი შეიძლება გამოიგონოს „ნაცმოძის“ დროინდელმა საბჭომ იმისთვის, რომ ნათიას კანდიდატურა ჩააგდოს. 

 

ლიკა ბასილაია-შავგულიძე
ლიკა ბასილაია-შავგულიძე

თუ მოხდება ისე, რომ ორივე მხარისთვის მისაღები, ე.წ. კოაბიტაციის შედეგად შერჩეული კანდიდატი აირჩიეს, ისეთი, როგორიც გია ჭანტურიას ყოფილი მოადგილე, “ოცნების” წევრის, ირაკლი ტრიპოლსკის ახლო ნათესავი გიორგი ბარათაშვილია, ესე იგი არ გვდომებია არც ბიბისის სტანდარტი, არც მიუკერძოებლობა, არც თავისუფლება – არამედ გვდომებია ის, რაც წლების განმავლობაში ისედაც გვაქვს და მაშინ რაღა აზრი აქვს ან ბორდის (საბჭოს) გამოცვლას, ან საკანონმდებლო ინიციატივებს? გამოდის, რომ  კიდევ დიდხანს ვერ მივუახლოვდებით ევროპას ამ ჩვენი პროვინციალურ-ფეოდალური „კოაბიტაციურ-ნეპოტისტურ-ჭაობისტური“ მონაპოვარით. ესე იგი არ გვდომებია და არ გვესმის არც დემოკრატიურლი ღირებულებები, არც მიუკერძოებლობა და საერთოდ, რად გვინდა ხმამაღალი განცხადებები იმაზე, თუ როგორი მიუკერძოებელი და მრავალფეროვანი გვინდა რომ იყოს  ჩვენი კუთვნილი ტელევიზია – “საზოგადოებრივი მაუწყებელი”?   

 

დღეს ასევე ღიაა ირინა პოპიაშვილის სამხატვრო აკადემიის რექტორობის თემაც… პოპიაშვილმა სარჩელი შეიტანა სამხატვრო საბჭოს წინააღმდეგ ცილისწამებაზე და პროფესიული პატივის და ღირსების შელახვაზე მას შემდეგ, რაც საბჭომ ის ხმათა უმრავლესობით გადააყენა  თანხების გადახარჯვის გამო,  როგორც თავად ამბობს, ცრუ ბრალადებები წაუყენა და სამუშაო  კაბინეტში შესვლა აუკრძალა.  მანამდე, თანამდებობაზე ყოფნის  სამი თვის განმავლობაში, ირინამ მოასწრო სხვადასხვა დროის  სტუდენტთა ნამუშევრების აკადემიის ნესტიანი სარდაფებიდან ამოტანა და არაჩვეულებრივი გამოფენის მოწყობა.  კიდევ, 3 თვეში ირინამ  რამდენიმე წამყვან სამხატვრო გალერეასთან საქმიანი ურთიერთობა დაამყარა და თანამედროვე ქართველ მხატვრებს ახალი პერსპექტივები გაუხსნა (ირინა პოპიაშვილი საქართველოდან  90-იან წლებში წავიდა, ბევრი ისწავლა, იმუშავა და საბოლოოდ ნიუიორკში დაფუძნდა, როგორც ერთ-ერთი წარმატებული გალერისტი და დარგის ავტორიტეტული  ექსპერტი).

 

დასავლეთი, რომელთანაც დაახლოებაზე წლებია ამდენს ვლაპარაკობთ, თავადვე გვეპატიჟება – ჩვენსავე საკუთარ თანამოქალაქეებს გვიგზავნის იმისთვის, რომ სწორედ ასეთები შეგვიძღვნენ იქ, სადაც არის ჩვენი ცხოვრებისთვის უკეთესი და  უსაფრთხო პირობები, სადაც არის შანსი ცივილურ, გახსნილ, თავისუფალ ადამიანებად ჩამოვყალიბდეთ, კიდევ ერთხელ იქნება ძალიან სამწუხარო, თუ ასეთ შანსებს ჩვენ კვლავ დავკარგავთ და ვარჩევთ დავრჩეთ იქ, საიდანაც ათწლეულებია, ვერ გამოვდივართ –  პოლიტიკით ცუდად გაჟღენთილ მძიმე ჭაობში.



“ნეტგაზეთის” კომენტარების სექცია ღია ტრიბუნაა ყველა მოქალაქისთვის, რათა გამოხატოთ საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი