კომენტარი

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის განცხადება

19 სექტემბერი, 2012 •
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის განცხადება

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია არასრულწლოვანთა წამებისა და ღირსების შემლახავი ფაქტები.

 

ცენტრი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის სფეროში მუშაობს 2000 წლიდან და რეაბილიტაციას უწევს პენიტენციალურ სისტემაში დაზარალებულ ადამიანებს და მათ ოჯახებს. ჩვენ, ცხადია, ვიცოდით ამის შესახებ. წამების მსხვერპლთაგან ხშირად გვსმენია წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის თაობაზე, რომელსაც სისტემური ხასიათი აქვს პრაქტიკულად ყველა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. ეს დაუსჯელი ძალადობა გრძელდება უკანასკნელი წლების განმავლობაში. პარლამენტის, პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროებიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების პროტესტებსა და კრიტიკას, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშში მონოტონურად დაფიქსირებულ და აღწერილ წამების ფაქტებს.

 

ამასთან ერთად ორგანიზაცია გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, რომ  მედიის საშუალებებმა კონფიდენციალურობის პრინციპის უხეში დარღვევით და სრული იგნორირებით აჩვენეს წამების მსხვერპლი ადამიანების შეუნიღბავი სახე სახელის და გვარის დაფარვის გარეშე.

 

ცენტრი მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, რომ გაუფრთხილდნენ ადამიანის ღირსებას და დაიცვან პროფესიული ეთიკის სტანდარტები, რომლის გაუთვალისწინებლობა, იმის გარდა, რომ სისტემის მხრიდან  გაზრდის მსჯავრდებულთა და მათი ოჯახის წევრთა საფრთხეს, ასევე შეიძლება მაღალი ემოციური მუხტის ფონზე საზოგადოება უმართავ პროცესებამდე მიიყვანოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი