კომენტარი

“must carry უნდა იყოს არჩევნების შედეგების გამოქვეყნების ჩათვლით”

27 ივნისი, 2012 • • 1114
“must carry უნდა იყოს არჩევნების შედეგების გამოქვეყნების ჩათვლით”

მისი განცხადებით, სამოქალაქო სექტორის სურვილის მიუხედავად, რომ must carry–ის პრინციპი ყოფილიყო ზოგადი წესი ქვეყანაში, ხელისუფლებამ ეს შესაძლებლობა არ დაუშვა და  კომპრომისული ვარიანტი შეთავაზა.

“ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს პრინციპი განსაკუთრებულად აქტიურია ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდში. შესაბამისად, ადამიანებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, უნდა მიეწოდებოდეთ მოსაზრებათა გაცილებით უფრო ფართო სპექტრი, ვიდრე ეს მიეწოდება დღეს მოსახლეობას. სამწუხაროდ, ჩვენი პირველი წინადადება ვერ გავიდა.

 

ხელისუფლებამ კომპრომისული ვარიანტი შემოგვთავაზა და ცვლილებები შეაქვთ საარჩევნო კოდექსში და მიიჩნევენ, რომ ზუსტად იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მოსაზრებათა ფართო სპექტრის მიმართ ხელმისაწვდომობა, რომ ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობას, ისინი ამ პერიოდში განსაზღვრული დროით ამკვიდრებენ must carry-ის პრინციპებს”, – აღნიშნავს კორძაია და დასძენს, რომ ამ კომპრომისულ ვარიანტში შემდეგი სახის ცვლილებებია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.    

 

  • თუ საკაბელო ოპერატორებმა არ შეასრულეს კანონით დადგენილი ვალდებულება, კანონპროექტში არ არსებობს მუხლები, რომლითაც მათ ექნებათ განცდა, რომ ისინი დაისჯებიან, თუ კანონს არ შეასრულებენ. ჩვენ ვთავაზობთ მსგავსი ტიპის სანქციებს.
  • გარდა ამისა, კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული must offer–ის პრინციპი. იქნებ მოსახლეობას, რომელიც არის Global TV-ში ჩართული, სურს “რუსთავი 2″–ის და “იმედის” ყურება და მათ კი არ აქვთ ამის შესაძლებლობა.
  • ასევე, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ არჩევნების დღემდე კი არ იყოს must carry-ის პრინციპი, არამედ ეს იყოს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების ჩათვლით, ანუ როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაქვეყნებს თავის შემაჯამებელ ოქმს არჩევნების საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით. 

 

ხელისუფლების მიერ მომზადებული პროექტით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლს უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:

 

“საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი, ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში. ამ პუნქტის მიზნებისათვის სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია. ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშვება ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.”

 

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს პარლამენტი დღეს განიხილავს.

თამარ კორძაია – ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს” აღმასრულებელი დირექტორი
თამარ კორძაია – ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს” აღმასრულებელი დირექტორი

მასალების გადაბეჭდვის წესი