კომენტარი

დავით ბაქრაძე: მოულოდნელი იყო ივანიშვილის განცხადება, რომ აღარ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას [Video]

23 მაისი, 2012
დავით ბაქრაძე: მოულოდნელი იყო ივანიშვილის განცხადება, რომ აღარ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას [Video]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომლითაც მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ:

 

”ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვისმენდით მისი და მისი გუნდის წევრების განცხადებებს, რომ აპირებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, სიის პირველ ნომრობას, შემდეგ კარიერის გაგრძელებას და პრემიერ-მინისტრობას და ამ ყველაფერს ხელს უშლის მოქალაქეობის არქონა. ჩვენ გუშინ მივიღეთ ცვლილებები, რომლითაც ეს პრობლემა მთლიანად მოიხსნა და აღარანაირი შეზღუდვა აღარ არსებობს არც პარლამენტის თავმჯდომარეობაზე, არც პარლამენტის წევრობაზე, არც პრემიერ-მინისტრობაზე, არც პრეზიდენტობაზე, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, გუშინ ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო განცხადება, რომლის მიხედვითაც საწყისი მათი პოზიცია არის 180 გრადუსით შეცვლილი და დღეს არის საუბარი იმაზე, რომ ბატონი ბიძინა აღარ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და სიის პირველ ნომრობას.”

 

ბაქრაძე აცხადებს, რომ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, თუკი ივანიშვილს სურს არჩევნებში მონაწილეობა:

 

”თუ მას სურს პრემიერ-მინისტრობა, მას აქვს ამის სრული უფლება, არანაირი შეზღუდვა მის პოლიტიკურ აქტივობაზე არ არსებობს და ამიტომ მისი სურვილი, იყაროს ან არ იყაროს კენჭი, მიიღოს ან არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, არის დამოკიდებული მთლიანად მასზე და ხელისუფლებისკენ ხელის გამოშვერა ამ შემთხვევაში, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ყველანაირი პრობლემა შევქმენით, ვფიქრობ, არის უბრალოდ არაკორექტული და არასწორი.”

დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი