კომენტარი

წიკლაური: მიუღებელია ეროვნული ნიშნით დამამცირებელი ნებისმიერი განცხადება

24 აპრილი, 2012 •
წიკლაური: მიუღებელია ეროვნული ნიშნით დამამცირებელი ნებისმიერი განცხადება

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური “ნეტგაზეთთან” საუბარში პროვოკაციას უწოდებს საპარლამეტო ოპოზიციის წარმომადგენლის, ჯონდი ბაღათურიას დღევანდელ განცხადებას პარლამენტში და ამბობს, რომ ასეთ სენსიტიურ თემას აუცილებლად მოჰყვებოდა დაპირისპირება. 

“ჩვენ, ალბათ, მთლიანად ამ საკითხის განხილვა უნდა დავიწყოთ. “ერთობა სამართლიანობისთვის” განცხადება იყო ძალიან მძიმე, პროვოკაციული ხასიათის. საქართველო არის მრავალეთნიკური ქვეყანა, საქართველოში არის სხვადასხვა ერის თანაცხოვრების ტრადიცია და ამ ტიპის განცხადება, რაც გააკეთა „ერთობა სამართლიანობისათვის“ წევრმა, საფრთხეს უქმნის საქართველოს, ქართული სახელმწიფოს ერთიანობას და მის ავტორიტეტს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში,” – განაცხადა წიკლაურმა. 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, უმრავლესობას ნებისმიერი განცხადების მიმართ, რომელიც მიმართულია საქართველოში მცხოვრები სხვა ერის ეროვნულობის ნიშნით დამცირებისაკენ, აქვს მტკიცე პოზიცია და არის მიუღებელი. 

არის თუ არა დისკრიმინაციული და მიმართული ერებს შორის შუღლის გაღვივებისკენ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის, აზერ სულეიმანოვის განცხადება, სადაც მან ჯონდი ბაღათურიას ჯონდი ბაღათურიანი უწოდა და “თავის სომხურ აზრზე” დარჩენაში დაადანაშაულა, წიკლაური ამბობს, რომ ეს საკითხი, უმჯობესი იქნება, თავად სულეიმანოვმა განმარტოს. 

“მე პირადად გვეგმავ, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სახელით განცხადება გავავრცელო. ეს იყო, ჩვემი ღრმა რწმენით, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იმიტომ, რომ ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ასეთ სენსიტიურ თემას მოჰყვებოდა დაპირისპირება. ყველა პოლიტიკოსმა და განსაკუთარებით იმ პარტიებმა, რომელთაც წარმომადგენლები ჰყავთ “ერთობა სამართლიანობისთვის” ფრაქციაში, ამაზე განცხადება უნდა გააკეთონ,”- ამბობს წიკლაური.

მასალების გადაბეჭდვის წესი