კომენტარი

კონკურსი გრანტის მოსაპოვებლად

21 თებერვალი, 2012 •
კონკურსი გრანტის მოსაპოვებლად

კონკურსი გრანტის მოსაპოვებლად

ევროპული ინსტრუმენტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის  (EIDHR) მიკროპროექტები
კონსურსის ნომერი : EuropeAid/132-514/L/ACT/GE

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსს გრანტების მოსაპოვებლად “დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის” (EIDHR) ფარგლებში. მცირე მოცულობის დაფინანსება გათვალისწინებულია იმ ღონისძიებებისათვის, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების  როლის განმტკიცებას შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობა, კანონის უზენაესობისა და მმართველობის დემოკრატიული ფორმების მხარდაჭერა საქართველოში. კონკურსში მონაწილეებისათვის სრული სახელმძღვანელო მითითებები შეგიძლიათ იხილოთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინტერნეტ გვერდზე:

http://eeas.europa.eu/delegations/georgia

აგრეთვე შემდეგ მისამართზე:

https://webgate.ec.europa.eu/europeaid/online-services/index.cfm?do=publi.welcome


განაცხადების შემოტანის ბოლოო ვადაა 2012 წლის 06 აპრილი, 16 საათი თბილისის დროით.
განაცხადები მიიღება მისამართზე:

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში,თბილისი 0102, ნინო ჩხეიძის ქ. #38

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება:

2012 წლის 6 მარტს 14:00 საათზე

მისამართი: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოშითბილისი 0102, ნინო ჩხეიძეს ქ. #38

2012 წლის 13 მარტს 17:00 საათზე

მისამართი:  ბათუმი, მელაშვილის ქ. # 2, პრეს კაფე

მასალების გადაბეჭდვის წესი