კომენტარი

ჩემი თვალით დანახული საქართველო

8 დეკემბერი, 2011 • 3828
ჩემი თვალით დანახული საქართველო

ადამიანები, რომლებმაც გაიგეს, საქართველოში ვიყავი, ორ ბანაკად იყოფიან. ერთნი მეკითხებიან, „ისვრიან თუ არა იქ?“ დანარჩენები კი დაახლოებით ასეთ კითხვებს სვამენ: „მართლაც ყველაფერი ისეა, როგორც ამბობენ? დავიღალე ამ კითხვებზე ხშირად პასუხის გაცემით, ამიტომ გადავწყვიტე, ყველაფერი დამეწერა.

არა, იქ არ ისვრიან! სამოქალაქო ომი საქართველოში 90–ან წლებში დამთავრდა, 2008 წლის ომს კი ადამიანებს მხოლოდ დევნილებისთვის აშენებული პატარა ქალაქები ახსენებს.

თანამედროვე საქართველო – ეს ძალიან მშვიდი ქვეყანაა, დანაშაულის ძალიან დაბალი მაჩვენებლით. ალბათ, ახლა საქართველოში ცხოვრება უკრაინაზე უსაფრთხოა. თუმცა იმის შესახებ, რომ საქართველოში ყველაფერი ისეთი კარგია, როგორც ამას ზოგიერთი უკრაინული მედიასაშუალება გვიჩვენებს და რომ ყველაფერი ისე ცუდად არის, როგორც რუსული მედია ამბობს, შევეცდები გიამბოთ.

საქართველო– ეს არის საუკეთესო საშუალება დასვენებისთვის, სადაც ბევრი მოძებნის თავისთვის რამე საინტერესოს. იქ არის საუცხოო ქალაქები, განსაცვიფრებელი ბუნება, ისტორული ძეგლების ძალიან დიდი რაოდენობა და რაც მთავარია, იქ შესანიშნავი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც მუდმივად შეეცდებიან გაგესაუბრონ,  გაგიცნონ და შეიძლება სუფრაზეც მიგიპატიჟონ.

აქ უკრაინა და უკრაინელები უყვართ! თუმცა იმაზე ნაკლებად არა, ვიდრე – რუსები. ქართველები ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსები ცდილობენ ორი ერის დაშორებას, თორემ თავად რუს და უკრაინელ ხალხს გასაყოფი არაფერი აქვს.

უკანასკნელ წლებში საქართველო თვალსა და ხელს შუა გარდაიქმნა. ამ ქვეყანაში პირველად 2010 წლის შემოდგომაზე ვიყავი და ბოლოს 2011 წლის. ვერ ჩამოვთვლი იმ ცვლილებების ნახევარსაც, რაც ვნახე.

ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება ინფრასტრუქტურა. საერთოდ, საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მთავარია, შექმნა ინფრასტრუქტურა და ინვესტორებისთვის ბიზნესის მარტივად კეთების საშუალება.

მომეჩვენა, რომ საქართველო ცდილობს თურქეთს დაემსგავსოს და ეს გასაგებია. თურქეთი აძლევს მაგალითს საქართველოს, შექმნას ძლიერი, ეფექტური ეკონომიკური სახელმწიფო. ამასთან, საქართველო ცდილობს იყოს ევროპულიც. თუმცა ეს ყოველთვის არ გამოსდის.

ეს ყველაზე მეტად ტურისტებს ხვდებათ თვალში, როდესაც ქართული მომსახურების სერვისს აწყდებიან. კი, ამ ქვეყანაში უამრავი სასტუმრო, რესტორანი, მაღაზია იხსნება, მაგრამ მომსახურების დონე საუკეთესო არაა.

სამაგიეროდ, ყველაგან, სადაც უცხოელი ტურისტები არიან, ინგლისური ყველას ესმის.

საქართველოში თქვენ შეგიძლიათ, ასევე, მშვიდად ისაუბროთ რუსულ ენაზე. თუ ვინმემ  არ იცის ეს ენა, მაინც შეეცდება გიპასუხოს.

ახალგაზრდობის ინგლისურად კარგად საუბარი კი სახელმწიფო საგანამათლებლო პოლიტიკის შედეგია. ამისათვის ქვეყანამ რამდენიმე ათასი ვოლონტიორიც კი მოიზიდა ინგლისრუენოვანი ქვეყნებიდან, რათა ინგლუსური ენის ათვისებაში დაეხმარონ სკოლის მოსწავლეებს.

ქალაქების ყველა ეზოში თანამედროვე სპორტული მოედნებია, თუმცა მე იქ სპორტით დაკავებული ადამიანები  თითქმის არ მინახავს.

მიიჩნევა, რომ საქართველოში პოლიციის ყველაზე ეფექტური რეფორმა განხორციელდა. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა გააძევა ძველი კორუმპირებული პოლიციელები და ახალი პოლიციელებით დააკომპლექტა სისტემა. ახალი პოლიცია  რუსეთისა და უკრაინის პოლიციისგან განსხვავებით უმსხვილეს კრიმინალურ სტრუქტურად არ მიიჩნევა.

მთელ ქვეყანში შენდება იუსტიციის სახლები, სადაც მოსახლეობას შეუძლია სახელმწიფო მომსახურებები სწრაფად და რიგის გარეშე მიღოს, ამისთვის მათ ქრთამის მიცემა არ უწევთ (მას არც არავინ აიღებს). თუმცა ასეთი დაწესებულებებშიც არის პრობლემები – ბევრი არაკომპეტენტური ადამიანით არის დაკომპლექტებული. საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც მისმა ბევრმა მოქალაქემ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ქვეყანა დატოვა. საბოლოო ჯამში, ქვეყანაში დღეს პროფესიონალების დეფიციტი ბევრგან იგრძნობა.

ამიტომაც სააკაშვილი ქვეყანაში წარმატებული და ამბიციური ქართველი ახალგაზრდების დაბრუნების სურვილზე ხშირად საუბრობს. ამის ნათელი მაგალითია 29 წლის ვერა ქობალიას კანადიდან ეკონომიკის მინისტრად მოწვევაც.

დღეს საქართველო ავტორიტარული ქვეყნაა. ეს ავტორიტარიზმი შეიძლება რუსეთის ავტორიტარიზმსაც შეადარო.

საქართველოს პარლამენტში მმართველ პარტიას 150 ადგილიდან 119 აქვს. სერიოზული ოპოზიციური პარტიის გამოჩენის შანსიც თითქმის არ არის. არა იმიტომ, რომ ხალხი არსებული ხელისუფლებით აღფრთოვანებულია.

ამის მაგალითი პოლიტიკურ არენაზე მილიარდერი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშივლის გამოჩენაა. ის ოდესღაც სააკაშვილის მხარდამჭერი იყო. მან საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაშიც  ბევრი ფული ჩადო. მას შემდეგ კი, რაც მან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გაამჟღავნა, საქართველოს ხელისუფლებამ მას მოქალაქეობა ჩამოართვა.

ამ ქვეყნის მმართველები ყველაგან აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის. თუმცა მოქალაქეები კორუფციის ხსენებაზე ზემოთ იშვერენ ხელს და მიგვითითებენ არა ღმერთზე, არამედ ხელისუფლებაზე.

ამის საილუსტრაციოდ შეიძლება ასეთი მაგალითის მოყვანა. ყველა სკოლაში სამინისტრომ სათვალთვალო კამერები დამონატაჟა, რამაც სკოლებში ჩადენილი დანაშაულის რიცხვი უნდა შეამციროს. ყველა სკოლა კამერებით მხოლოდ ერთმა, ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფმა კერძო კომპანიამ უზრუნველყო.

მოკლედ, დაბალ ეშელონებში კორუფცია მართლაც ამოძირვკვულია, მაღალში კი… ისევე, როგორც ყველგან!

უნდა ითქვას, რომ საქართველო ძალიან ღარიბი ქვეყნაა. რა თქმა უნდა, 8 წლის განმავლობაში ცხოვრების დონე მნიშნველოვანად გაიზარდა, მაგრამ ღარიბი მოქალაქეები კვლავ მრავალად არიან.

ბრწყინვალე ფასადების უკან ადვილად შეამჩნევთ დანგრევის პირას მისულ შენობებს. ცენტრალური ქუჩებიდან გარეუბნებში თუ შეიხედავთ, ნახავთ, რომ მათ საერთო არაფერი აქვთ იმ საქართველოსთვს, რომელსაც უკრაინული ტელევიზიებით ვხედავთ.

ამის მიუხედავად, საქართველო ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაზე მეტად ისწრაფვის უკეთესი ცხოვრებისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი