კომენტარი

ზვიად კვაჭანტირაძე: მეჭიაურის განცხადებით გაოგნებული ვარ

24 მარტი, 2016 • 1627
ზვიად კვაჭანტირაძე: მეჭიაურის განცხადებით გაოგნებული ვარ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადებით გაოგნებულია:

“გაოგნებული ვარ ბატონი მეჭიაურის განცხადებით. მგონი, მისი მხრიდან ეს არის აბსოლუტურად დაუფიქრებელი განცხადება. მას, მგონი, სულ სხვა რამის თქმა უნდოდა. მე არ ვცდილობ მისი განცხადების “გათეთრებას”, მაგრამ ის ფორმა, რა ფორმითაც განცხადება გააკეთა, ჩემთვის გამაოგნებელია და ამას არავითარი კავშირის არ აქვს ჩვენს [ქართული ოცნების] პოლიტიკურ პოზიციასთან.”

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ კომპრომატები არსებობს და ამ კომპრომატებს მათგან  საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად იყენებენ, მაშინ თანამდებობები უნდა დატოვონ:

“თუ უმაღლესი თანამდებობის პირზე რაიმე კომპრომატი არსებობს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას მის დასაშანტაჟებლად და ამ შანტაჟის გზით მისგან შეიძლება მიიღონ საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, ან ამ თანამდებობის პირს მიაღებინონ ისეთი გადაწყვეტილება, რაც სახელმწიფოს დააზიანებს, მაშინ მათი გადადგომა უნდა მოხდეს,”- ამბობს მეჭიაური და ამტკიცებს, რომ ასეთი მიდგომა ევროპასა და ამერიკაში აპრობირებულია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი