ახალი ამბები

BBC: მოსკოვში ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქციის 30-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

8 მარტი, 2016 • 1794
BBC: მოსკოვში ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქციის 30-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

დღეს, 8 მარტს მოსკოვში ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერად გამართულ დემონსტრაციაზე 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC Russia ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაკავება მოსკოვის ტრიუმფალურ მოედანზე მოხდა. ინტერფაქსის ცნობით, პოლიციამ მომიტინგეებს დაშლისაკენ მოუწოდა და უთხრა, რომ მათი აქცია სანქცირებული არ იყო. მას შემდეგ, რაც პოლიცია მიხვდა, რომ აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებდნენ, მათი დაკავება დაიწყო.

6 მარტს, კიევში, რუსეთის საელჩოსთან სავჩენკოს მხარდასაჭერად აქცია მოეწყო. აქციის მონაწილეები დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. 3 მარტს, ნადია სავჩენკომ ციხეში შიმშილობა დაიწყო. რუსულმა სასამართლომ მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სავჩენკოს ბრალად ედება ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობა. ფოტო: EPA/SERGEY DOLZHENKO

ნადია სავჩენკოსათვის რუსეთის პროკურატურა 23 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. მას ბრალად ორი რუსი ჟურნალისტისა და რამდენიმე რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ედება. ნადია სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეთა დანაყოფში პილოტად მსახურობდა. ის რუსმა სამართალდამცავებმა 2014 წლის ივნისში დააკავეს და 20 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. 3 მარტს ნადია სავჩენკომ შიმშილობა დაიწყო . მისი თქმით, პროკურორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში წყლის მიღებაზეც იტყვის უარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი