ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტებმა ანა დოლიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს

7 მარტი, 2016 • 1098
საპარლამენტო კომიტეტებმა ანა დოლიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი ანა დოლიძის კანდიდატურა განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან სხდომაზე რეგისტრაცია 13-მა დეპუტატმა გაიარა, კენჭისყრაში მონაწილეობა  8 მათგანმა მიიღო  და ანა დოლიძის კანდიდატურას ყველამ მხარი დაუჭირა.  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან მხარი ანა დოლიძეს 12-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ანა დოლიძის კანდიდატურას კენჭს პარლამენტში უყრიან. უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ის ლევან მურუსიძემ დატოვა.

25 თებერვალს  უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა დოლიძე პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა.

26 თებერვალს “ნეტგაზეთი” ანა დოლიძეს მისეულ ხედვებზე, სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე და სხვა საკითხებზე ესაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი