ახალი ამბები

სახალხო კრების აქციაზე ლევან გაჩეჩილაძე მივიდა

24 მაისი, 2011 • • 1954
სახალხო კრების აქციაზე ლევან გაჩეჩილაძე მივიდა

ლევან გაჩეჩილაძე
ლევან გაჩეჩილაძე

ლევან  გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე , “ქართული პარტიის” ლიდერები, “სახალხი კრების” აქციაზე მივიდნენ: „ჩვენ დავდგებით იქ, სადაც არის ხალხი“,–განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ აქციაზე.

აქციაზე მისვლიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გაჩეჩილაძე სიტყვით გამოვიდა. გაჩეჩილაძეს აქციის მონაწილეები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.

“არ მიძლებს გული, აქ არ ვიყო, თქვენთან, ნებისმიერი თბილისელის ოჯახში ის ემოცია უნდა იყოს,როგორიც ახლა ჩემ გულშია. არაფერი გამოვა ერთმანეთზე ეჭვიანობით,რომელიც კლავს. ეს პირველობის გამო იქნება თუ რის გამო, არ აქვს მნიშვნელობა. არ გამიხარდება ლევანის ყვირილი, საქართველო არის უპირველეს ყოვლისა. ვიყოთ მხნედ, არ შეიძლება შიში შემოგვეპაროს გულში. დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, არ არის თბილისში და საქართველოში არც ერთი ოჯახი,რომელსაც გულში არ ჰქონდეს მოხვედრილი ამ ხელისუფლებისგან. უმაგათოდ არაფერი გამოვა. მხოლოდ გვიყურებენ აქ რას გავაკეთებთ”,–განაცხადა გაჩეჩილაძემ აქციაზე.

 

„ქართული პარტიის“ლიდერების აქციაზე გამოჩენას წინ უსწრებდა თავად  პარტიის განცხადება, რომ იგი არ უერთდება სახალხო კრების მიტინგს და  25 მაისსაც აღარ გამართავს ცალკე აქციას პრეზიდენტის რეზიდენციასთან.

როგორც “ქართული პარტიის” პრესსამსახურმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა,   სოზარ სუბარის განცხადება, რომლის მიხედვითაც, პარტიის ნებისმიერ წევრს აქვს სრული თავისუფლება, საკუთარი შეხედულების მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება, მივა თუ არა ამ აქციაზე, ნიშნავს, რომ არ არის შეზღუდული არავინ, და ნებისმიერს, მათ შორის ლიდერსაც, აქვს სრული თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა სახალხო კრების აქციაზე მისვლა.

კითხვაზე, იყო თუ არა პარტიასთან შეთანხმებული ლევან გაჩეჩილაძის გადაწყვეტილება, მისულიყო სახალხო კრების აქციაზე, “ქართული პარტიის” პრესსამსახურმა ასე უპასუხა:

“ალბათ, შეთანხმებული იყვნენ, იმიტომ,რომ კომუნიკაციის ნაკლებობას არ უჩივიან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი