ახალი ამბები

პაპუაშვილი აცხადებს, რომ მასზე ფოტო-ვიდეომასალის გამოქვეყნებას მინისტრი დაჟინებით ითხოვს

6 მარტი, 2016 • 1280
პაპუაშვილი აცხადებს, რომ მასზე ფოტო-ვიდეომასალის გამოქვეყნებას მინისტრი დაჟინებით ითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, როგორც მას კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, რომ მის შესახებ ფოტო-ვიდეომასალის გამოქვეყნებას გეგმავენ.

ეს განცხადება მან 5 მარტს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა “კურიერში” გააკეთა.

“როგორც გუშინ შემატყობინეს, კონფიდენციალურმა წყარომ, აპირებენ რაღაც თითქოს უღირს გამოთქმას ვხმარობ, თუ სხვა საქციელთან დაკავშირებით, ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებას.  ქალბატონი მინისტრი დაჟინებით ითხოვს და რამდენიმე წევრი, შიდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება”.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეს “ კიდევ ერთი უღირსი საქციელი” გამოაჩენს “ამათ სახეს”.

“იმედია, არ გამოაქვეყნებენ”, – ამბობს პაპუაშვილი და აგრძელებს – “მაგრამ რა კადრებიც არ უნდა იყოს, სასამართლო გააგრძელებს კანონით და კონსტიტუციით ხელმძღვანელობას და ამიტომ დიდი აზრი არ ექნება.  ეს იქნება პატარა ადამიანების პირადი შურისძიება”.

როგორც პაპუაშვილმა “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, მასალების გამოქვეყნება ჯერ გადაწყვეტილი არა აქვთ და ყოყმანობენ იმიტომ, რომ “მარტო ამ ქალბატონის აზრს არ ეყრდნობიან”.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, მისი ინფორმაციით, რომელ ქალი მინისტრი გეგმავს მასზე ფოტო-ვიდეოს გამოქვეყნებას, თუმცა “კურიერის” წამყვანის რეპლიკაზე  “საკონსიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გეგმავს, რო გამოაქვეყნოს მაკოპრომიტირებელი მასალები”.

“ტექნიკურად ხვდებით, რომ თვითონ არავინ გამოაქვეყნებს, მაგრამ ათასი საშუალებები არის, სხვა ქვეყანაში აიტვირთება, ამიტომ მე, რა თქმა უნდა, ამას ასე …”

მასალების გადაბეჭდვის წესი