ახალი ამბები

აფხაზეთიდან გადმოსვენებული ქართველი მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს

5 მარტი, 2016 • 1861
აფხაზეთიდან გადმოსვენებული ქართველი მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს

აფხაზეთის ომის დროს,  ბაბუშერას  აეროპორტში  თვითმფრინავის აფეთქებისას  დაღუპული   მებრძოლები  5 მარტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

სამგლოვიარო ცერემონიას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, თბილისის მერი დავით ნარმანია და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

ბაბუშრას აეროპორტში დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.  სამოქალაქო პანაშვიდს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრო და  გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა  ორმხრივი  საკოორდინაციო ჯგუფი,  რომელიც  1992-1993 წლებში  ქართულაფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგულთა  მოძიების  საკითხებს სწავლობს. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა  ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა და ცხედრების  ექსჰუმაცია.

ბაბუშერას ძმათა  სასაფლაოზე  სამარხის გახსნის  შემდეგ,    იდენტიფიცირების მიზნით,  ნეშტები  გადაასვენეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო  ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშისაქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები ხორვატიაში, ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში გაგზავნეს.  დღეისათვის სულ იდენტიფიცირებულია 31 ნეშტი.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით, უახლოეს მომავალში მოხდება ბაბუშერას ძმათა სასაფლაოდან გადმოსვენებული კიდევ 12 ნეშტის იდენტიფიცირება.   
“დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, 2016 წელს კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება, საიდანაც 100-ზე მეტ ცხედარს გადმოასვენებენ”, – წერია ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 5 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში.

აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლები 5 მარტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს ოფიციალურმა პირებმა; 05/03/2016; თბილისი, საქართველო ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლები 5 მარტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს; სამოქალაქო პანაშვიდს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მინისტრი სოზარ სუბარი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. 05 მარტი, 2016; ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლები 5 მარტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს; 05 მარტი, 2016, თბილისი, საქართველო ; ფოტო: იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვითა სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი