ახალი ამბები

ქართული პარტია აქციას შეუერთდა

22 მაისი, 2011 • • 1505
ქართული პარტია აქციას შეუერთდა

ქართული პარტია საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე სახალხო კრების აქციას შეუერთდა. ქართული პარტიის კოლონა, ასამდე ადამიანით, სოზარ სუბართან და ეროსი კიწმარიშვილთან ერთად ტელევიზიის შენობასთან მივიდა.

სოზარ სუბარი შეკრებილ ხალხთან სიტყვით გამოვიდა და თქვა,რომ 25 მაისს მრისხანების დღედ გამოაცხადებენ და რომ 25 მაისი ბრძოლის გადამწყვეტი დღე იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი