ახალი ამბები

„ნიღბიანი სპეცნაზელები შემოიჭრნენ და დაგვარბიეს „[Video]

22 მაისი, 2011 • 1378
„ნიღბიანი სპეცნაზელები შემოიჭრნენ და დაგვარბიეს „[Video]

მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოზე ჩანან ნიღბიანი პირები. ვიდეო სახალხო კრების ახალგზარდა აქტივისტებმა მოგვაწოდეს.

სპეცნაზმა  ბათუმში სახალხო კრების ოფისიდან ორი ადგილობრივი ლიდერი– თემურ ჭანტურიშვილი და დიმა ჭეიშვილი  წაიყვანეს,  აცხადებენ ამ წუთებში ბათუმში, სახალხო კრების ოფისში, მყოფი მომიტინგეები.  მათი თქმით, სპეცნაზის წევრები, რომლებიც ნიღბებით იყვნენ, ოფისში შეიჭრნენ და იქ მყოფნი ცემეს. გია ორმოცაძეს, რომელსაც ნიღბიანი შეიარაღებული პირების შესვლისას შეეშინდა და მეორე სართულიდან გადახტა, ფეხი აქვს მოტეხილი.

ყველაზე მეტად ნაცემი ამირან შავლიძე, რომელიც ბათუმში ქედის რაიონიდან  აქციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა, ამჟამად ოფისში იმყოფება და ვიზუალურადაც ეტყობა დაზიანებები.

სახალხო კრების ოფისში, ძირითადად, სხვადასხვა რეგიონებიდან და სოფლებიდან ჩამოსული აქტივისტები იმყოფებოდნენ, რადგან ღამე იქ უნდა გაეთიათ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ინფორმაციით, სახალხო კრების ოფისში ნაცემ ორ პირს ამბულატორიული სამედიცინო დახმარება გაუწიეს.  მათ უკვე დატოვეს საავადმყოფო. 27 წლის ლაშა ჯაყელს და 31 წლის ამირან შანთაძეს მცირე დაზიანებები ჰქონდათ, გვითხრა საავადმყოფოს მიმრების მორიგემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი