ახალი ამბები

ბათუმში აქცია დაარბიეს

21 მაისი, 2011 • 1131
ბათუმში აქცია დაარბიეს

პოლიციამ ბათუმში დაარბია აქციის მონაწილეები, რომლებიც აჭარის ტელევიზიასთან აქციას მართავდნენ.  „პოლიციელებმა მომიტინგეები ფეხებით და დროშის ტარებით ცემეს, რომლებიც თავად მომიტინგეებს წაართვეს“, – ყვება „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე. „ისინი მისდევდნენ გაქცეულ ადამიანებს მანამ, სანამ მოქალაქეებმა ქვების სროლა არ დაუწყეს“.

პოლიციელებმა ძალის გამოყენებით აქცია აჭარის ტელევიზიასთან მას შემდეგ დაშალეს, რაც ერთმა მომიტინგეების მხრიდან ტელევიზიას ქვა ესროლეს და მინები ჩაამსხვრია.

წარმომადგენლობითი სახალხო კრების აქციის მონაწილეები აჭარის ტელევიზიასთან, ერას მოედანზე, დაწყებული აქციის შემდეგ მივიდნენ. ისინი აჭარის ტელევიზიისგან  მოვლენების ობიექტურ გაშუქებას მოითხოვდნენ.

ეთერ თურაძის ცნობით, პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს წაართვეს პლაკატები, წარწერებით „მიშა გადადექი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი