ახალი ამბები

სანიკიძე: ამ ეტაპზე მთავრობაში არანაირი ცვლილება არ განიხილება

4 მარტი, 2016 • 1150
სანიკიძე: ამ ეტაპზე მთავრობაში არანაირი ცვლილება არ განიხილება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილს გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში არ დაუსვამს კითხვის ნიშნები კოალიციის ერთობასთან დაკავშირებით.

“დღეისათვის ცნობილია, რომ კოალიცია ერთობლივად, ახალ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება და მიიღებს მონაწილეობას შემდეგ არჩევნებში. მე მართლა არ გამიგია ასეთი განცხადება, რომელიც ამ მომენტში კითხვის ნიშანს დასვამდა კოალიციასთან დაკავშირებით,” – აცხადებს სანიკიძე.

მინისტრის თქმით, მთავრობაში ამ ეტაპზე ცვლილებები არ განიხილება:

“არანაირი ცვლილება ამ ეტაპზე არ განიხილება. დარწმუნებული ვარ, თუ დაიწყება ამის განხილვა, თქვენ ჩვენზე ადრე გაიგებთ, როგორც იგებთ ხოლმე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი