ახალი ამბები

მეჭიაური: რატომ უნდა იყოს “ოცნებისთვის” აუცლებელი ზოგიერთი პარტიის რეანიმაციიდან გამოყვანა?

3 მარტი, 2016 • 1224
მეჭიაური: რატომ უნდა იყოს “ოცნებისთვის” აუცლებელი ზოგიერთი პარტიის რეანიმაციიდან გამოყვანა?

პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, კოალიციურად არჩევნებში მონაწილეობენ ის სუბიექტები, რომელთაც დამოუკიდევლად გასვლის იმედი არ აქვთ. მაშინ, როცა ქართულ ოცნებას ნებისმიერ შემთხვევაში ბარიერის გადალახვის პრობლემას არაფერი უქმნის.

თამაზ მეჭიაურმა დღეს ასევე მოიწონა პრემიერის განცხადება და აღნიშნა, რომ ამჯერად გიორგი კვირიკაშვილი ინფორმირებული იყო ყოველმხრივ და არა მხოლოდ ერთი მხარისგან.

“კოალიცია არ უნდა შედგებოდეს, ერთი მხრივ, რაღაც არიული რასისგან, ცისფერსისხლიანებისგან, მეორე მხრივ, პლებეებისგან, მესამე მხრივ, მონებისგან. უნდა იყოს თანაბარი სუბიექტებისგან, როგორც პიროვნებები მყავს მხედველობაში, ასევე პოლიტიკური ჯგუფები. კოალიციურად არჩევნებში მონაწილეობენ ხოლმე ძირითადად ის სუბიექტები, რომელთაც დამოუკიდებლად გასვლის იმედი არ აქვთ. მაშინ, როცა ქართულ ოცნებას ნებისმიერ შემთხვევაში ბარიერის გადალახვის პრობლემას არ უქმნის მას არაფერი. რატომ უნდა იყოს მისთვის აუცილებელი ზოგიერთი პარტიის რეანიმაციიდან გამოყვანა?”– აცხადებს მეჭიაური.

დღეს, 3 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გააკრიტიკა. საქმე ეხება კოალიციაში მიმდინარე დაპირისპირებას რესპუბლიკურ პარტიასა და ქართულ ოცნებას შორის:

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას”, – აცხადებს კვირიკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი