ახალი ამბები

ალასანიას განცხადებით, პეტრიაშვილმა სამართალდამცავებს მომხდარის სურათი აღუდგინა

3 მარტი, 2016 • 1459
ალასანიას განცხადებით, პეტრიაშვილმა სამართალდამცავებს მომხდარის სურათი აღუდგინა

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილმა, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, გამოძებას მასზე თავდასხმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

“შეხვედრა მქონდა ალექსისთან და მან მითხრა, რომ მაქაიმალურად სრული, დეტალური სურათი აღიდგინა და გადასცა გამომძებლებს და დღესაც მას კიდევ აქვს სურვილი, რომ მაქსიმალურად, გამომძიებლებისგან დასმულ რაც შეიძლება მეტ შეკითხვას უპასუხოს.  ამიტომ ეს პროცესი, ბუნებრივია, მიმდინარეობს, მაგრამ, ჩვენ, პირადად მეც და საზოგადოებასაც, აშფოთებს ის, რომ კონკრეტული შედეგი ჯერჯერობით გამოძიების, ან კონკრეტული იდენტიფიკაცია, შემკვეთის თუ არა, ამ ეტაპზე, ყოველი შემთხვევისთვის, შემსრულებლის, არ ჩანს,”- ამბობს ირაკლი ალასანია.

26 თებერვალს ალექსი პეტრიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.

ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძების დეტალებს არ ასაჯაროებს.

თავისუფალი დემოკრატები ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. ამ დროისთვის შსს გამოძიებას  სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პარტიის წევრები კი აცხადებენ, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციით უნდა წარიმართოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი