ახალი ამბები

უშიშროების საბჭომ დასავლეთისა და აღმოსავლეთის სამხედრო სარდლობა დააფუძნა

27 თებერვალი, 2016 • 1237
უშიშროების საბჭომ დასავლეთისა და აღმოსავლეთის სამხედრო სარდლობა დააფუძნა

ეროვნულმა უშიშროების საბჭომ საქართველოს სამხედრო ძალების ახალ სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხი განიხილა, რომლის მიხედვითაც საქართველოში შეიქმნება დასავლეთისა და აღმოსავლეთის სამხედრო სარდლობა.

აღნიშნული საკითხის შესახებ მოხსენება საბჭოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ წარუდგინეს.

„ვისაუბრეთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვან საკითხებზე. პირველ რიგში, ეს იყო სამხედრო ძალების სტრუქტურა. ახალი სტურქტურა დავაფუძნეთ, რომლის მიხედვითაც იქნება ორი სარდლობა- აღმოსავლეთისა და დასავლეთის.

“აგრეთვე ვისაუბრეთ იმ ძალიან ნათელ და მტკიცე პოზიციაზე, რომელიც გვაქვს ნატო-ს მომავალი სამიტისა დასაქართველოს ნატო-ში გაწევრების მიმართ.”

“ჩვენი პოზიცია  და გზავნილი არის ძალიან ნათელი. საქართველო ესწრაფვის ნატო-ში გაერთიანებას და ამისთვის განხორციელდება ჩვენი მუშაობა მომავალი სამიტის თვალსაზრისით. ეს პოზიცია არის ერთიანი და ამ პოზიციას გაატარებს სახელმწიფოს ყველა უწყება,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სხდომის დასრულების შემდეგ.

ეროვნული უშიშროების საბჭო სამხედრო ძალების ახალ სტრუქტურას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი